სალომე ზურაბიშვილი - ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ! - რუსეთის გავლენით საქართველოს დაკარგვა, არა ომით, არამედ საარჩევნო და მანიპულაციებით, ევროპისთვის სტრატეგიული დარტყმა იქნება - იმოქმედეთ ახლა!

ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დამიბრუნეთ ჩემი ხმა, დამიბრუნეთ ჩემი ევროპული მომავალი - 21 დღეა ქართველები მოპარულ არჩევნებსა და რუსული სტილის რეპრესიებს მშვიდობიანად აპროტესტებენ. მათი მოთხოვნა ნათელია: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის შესანარჩუნებლად. ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ!“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

მისი თქმით, ახლა ევროპამ გამოწვევას უნდა უპასუხოს.

„მაშინ, როცა რუსეთი საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მიზნით ტაქტიკას ცვლის, ევროპა კრიტიკული გამოცდის წინაშე დგას. საქართველოს მხარდაჭერა მხოლოდ დახმარებას არ წარმოადგენს, ეს ევროპული ღირებულებებისა და სტაბილურობის დაცვაა. ევროპამ ამ გამოწვევას უნდა უპასუხოს. ევროპამ უნდა იმოქმედოს, როგორც გეოპოლიტიკურმა ძალამ. როგორც საქართველოს უდიდეს დონორს, უდიდეს ბაზარს, უდიდესი დიასპორის სახლს, ევროპას მოქმედების ძალა და პასუხისმგებლობა აქვს. თუ მას 3,7 მილიონ ადამიანზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, მაშინ როგორ გაუწევს კონკურენციას 21-ე საუკუნის გიგანტებს?“ - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი ევროპას მოქმედებისკენ მოუწოდებს.

„გზავნილი სტრასბურგიდან: საქართველო კავკასიაში ევროპის დასაყრდენია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის და აზიასთან დაკავშირებისთვის. რუსეთის გავლენით საქართველოს დაკარგვა, არა ომით, არამედ საარჩევნო და კონსტიტუციური მანიპულაციებით, ევროპისთვის სტრატეგიული დარტყმა იქნება. იმოქმედეთ ახლა!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს