ქუთაისის მერია - იმერეთში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

იმერეთში მოსულმა უხვმა ნალექმა რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ამავე ცნობით, ტყიბულში, ხარაგაულში, საჩხერესა და ჭიათურაში თოვლის საფარმა 60 სანტიმეტრს მიაღწია, მაღალმთიან სოფლებში კი 1 მეტრს. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ინტენსიურად იწმინდება საავტომობილო გზები, მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი.

„ასევე, წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის 1-ლი ნომრის მიმდებარედ ჩამოშალა მიწის მასა, თუმცა შესაბამისი სამუშაოების განხორციელების შედეგად პრობლემა მალე აღმოიფხვრა.

მუნიციპალიტეტებში, სადაც უამინდობაა, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვისა და მუნიციპალური სამსახურები.

უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტში დაიტბორა საკარმიდამო ეზოები, სახნავ-სათესი სავარგულები და სახლების სარდაფები. ინტენსიური წვიმის შედეგად სანიაღვრე არხები ვერ ასწრებდა წყლის ნაკადის გატარებას, რამაც საავტომობილო გზებზე შექმნა შეფერხებები.

რეგიონში, მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება, მთელი დღის მანძილზე სპეციალური ჯგუფები მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს არსებული ავარიული მდგომარეობის აღმოფხვრა.

იმერეთში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები საჭიროებისამებრ გაგრძელდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!