რასა იუკნევიჩიენე - სალომე ზურაბიშვილი “თბილისის შვიდეულს" შეხვდა - ერთგულნი ვართ ქართველი ხალხის მხარდაჭერაში

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში შეხვედრა „თბილისის შვიდეულთან“ გამართა.

როგორც იუკნევიჩიენე განმარტავს, „თბილისის შვიდეული“ არის კავშირი, რომელიც თბილისში ვიზიტის შემდეგ ჩამოყალიბდა.

"დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი [იყო] ევროპარლამენტში. დღის წესრიგის იშვიათი დამატება მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოხერხდა! მისი სიტყვის შემდეგ, ის “თბილისის შვიდეულს” შეხვდა - კავშირი, რომელიც გასული კვირის თბილისში ვიზიტის შემდეგ ჩამოვაყალიბეთ. ერთად ჩვენ ერთგულნი ვართ ქართველი ხალხის მხარდაჭერაში", - წერს იუკნევიჩიენე.

შვიდი ევროპარლამენტარი - სერგეი ლაგოდინსკი, რასა იუკნევიჩიენე, ნატალი ლუაზო, მიჰალ შჩერბა, ტობიას კრემერი, რენიე ვან ლანშოტი და ბერნარდ გუეტა - თბილისში ვიზიტით 12 დეკემბერს იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ შეხვედრები გამართეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიის წარმომადგენლებთან.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა