ბენ კარდინი და მისი ევროპელი კოლეგები - წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ მათ, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უხეშ თავდასხმებს აწყობს, იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც მძიმე დარტყმას მიიტანს და როგორიცაა, ფინანსური სანქციები

წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ მათ, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უხეშ თავდასხმებს აწყობს, იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც მძიმე დარტყმას მიიტანს, როგორიცაა ფინანსური სანქციები. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი ევროპელ კოლეგებთან ერთად ავრცელებს.

"უკრაინის ბრძოლა, ასევე, ბელარუსის დემოკრატიული ძალებისა და ქართველი ხალხის ბრძოლაა. ამ მამაცმა პარტნიორმა ერებმა დემოკრატიის მიმართ თავიანთი სურვილი და ადამიანის უფლებების პატივისცემა სრულებით ცხადი გახადეს.

უნდა უარვყოთ ალექსანდრე ლუკაშენკოს ცრუ არჩევნები და არ მივცეთ ლეგიტიმაცია, რომელსაც ის ეძებს.

ასევე, გვერდში უნდა დავუდგეთ ქართველებს, რომლებიც "ქართული ოცნების" ძალადობრივი ზეწოლის წინააღმდეგ კონსტიტუციაში ასახულ თავიანთ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს იცავენ. წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ მათ, ვინც აწყობს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უხეშ თავდასხმებს, იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც მძიმე დარტყმას მიიტანს, როგორებიცაა ფინანსური სანქციები.

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ჩვენს საერთო სულისკვეთებაში ამაყად ვაცხადებთ: დიდება უკრაინას, დღეგრძელი იყავი ბელარუსო და საქართველოს ადგილი ევროპაშია", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპული ქვეყნებიდან განცხადების ხელმომწერები არიან პეტერ ტალი (ესტონეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), ლია ქუარტაპელე (იტალიის დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი), რუსლანას ბარანოვასი (ლიეტუვის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), რადოსლავ ფოგელი (პოლონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), კარლოს როჰას გარსია (ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი) და ოლექსანდრ მერეჟკო (უკრაინის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე).

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე