„კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს მიმართავს

„ქართული ოცნება” პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული მიზნებით იყენებს თბილისში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს ვიზიტს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ განცხადებაშია ნათქვამია.

კოალიცია ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს მიმართავს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ახალი არჩევნების აუცილებლობასთან დაკავშირებული მკაფიო პოლიტიკური გზავნილებისა და ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს კონტექსტთან შესაბამისი დღის წესრიგის გარეშე განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტები ივანიშვილის რუსულ რეჟიმს ეხმარება“.

„ქართულმა ოცნებამ” 26 ოქტომბრის არჩევნების მიტაცებით, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებით, მათ წინააღმდეგ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობით, პოლიტიკური ტყვეების აყვანით, მთელი რიგი ანტიდემოკრატიული კანონების მიღებით, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ქვეყანა უმძიმეს კრიზისში შეიყვანა. “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებად არ ცნობს ქართველი ხალხი, მთელი დემოკრატიული საერთაშორისო თანამეგობრობა, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო სექტორი. შექმნილი კრიზისის დასაძლევად არსებობს ერთადერთი გზა - საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ჩატარებული ახალი არჩევნები.

ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი, მისი პროპაგანდისტული მედია საშუალებების მეშვეობით, ავრცელებს არაერთ ყალბ ინფორმაციას, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, აგრეთვე, თითქოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები რაიმე ფორმით ცნობენ “ქართული ოცნების” ლეგიტიმურობას, რისი მიზანიც საქართველოს მოსახლეობაში ივანიშვილის სახის შენარჩუნებაა.

სწორედ პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული მიზნებით იყენებს “ქართული ოცნება” თბილისში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ბატონი ალენ ბერსეს, ვიზიტს. სახელმწიფოს მიტაცების ავტორებს სურთ ამ ვიზიტის გამოყენებით შეცდომაში შეიყვანონ საქართველოს მოქალაქეები, თითქოს, ვინმე ევროპაში აღიარებს მათ ლეგიტიმურობას.

მივმართავთ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს: ახალი არჩევნების აუცილებლობასთან დაკავშირებული მკაფიო პოლიტიკური გზავნილებისა და ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს კონტექსტთან შესაბამისი დღის წესრიგის გარეშე განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტები ეხმარება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებში ხელახლა შექმნას მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბუნდოვანება და გაურკვევლობა მისი კრიმინალური გუნდის საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით.

დარწმუნებულნი ვართ, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული უმძიმესი მდგომარეობის გაუმჯობესების, განსაკუთრებით პოლიტიკურ ტყვეებად ქცეული ჩვენი თანამოქალაქეების განთავისუფლების თვალსაზრისით“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს