გიორგი ვაშაძე - ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში წამების კომიტეტი ჩამოვა, რომელიც შეისწავლის იმ ბრუტალური წამების ფაქტებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა - ევროსაბჭოს დელეგაციასთან ამ კომიტეტთან დაკავშირებითაც იყო საუბარი

ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში წამების კომიტეტი ჩამოვა, რომელიც დამატებით შეისწავლის იმ ბრუტალური წამების ფაქტებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა - ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე წამების კომიტეტთან დაკავშირებითაც იყო საუბარი, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროსაბჭოს დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე დელეგაციის მხრიდანაც გაჟღერდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, იანვარში შეიძლება დამატებითი ვიზიტი განხორციელდეს.

გარდა ამისა, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით სრულად არის ინფორმირებული და ძალიან კარგად იცის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ვიზიტს სიყალბისთვის იყენებს.

„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი - მკაფიო განცხადება იყო მისი {ალენ ბერსეს] მხრიდან, რომ არანაირი ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით ის აქ არ არის და ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს ვერანაირი თვითმარქვია რეჟიმის ლეგიტიმაციას. ეს განსაკუთრებით პროპაგანდისტული მედიის საყურადღებოდ. მეორე - არ აპირებს შეხვდეს ყაველაშვილს. მესამე - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან კარგად იცის, რომ მისი ამ ვიზიტის გამოყენება ხდება სიყალბისთვის თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან. მეოთხე - აუცილებლად, ჩვენი ინფორმაციით, ჩამოვა წამების კომიტეტი, რომელიც დამატებით შეისწავლის იმ ბრუტალური წამების ფაქტებს, რომელიც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“. მეხუთე - კონკრეტული საქმეებითაც იყო დაინტერესება, მათ შორის, ჩემზე თავდასხმის ფაქტზე. მათი აზრითაც, ეს სისხლის სამართლის კოდექსით კვალიფიცირდება როგორც მკვლელობის მცდელობა. ამ საქმეზე იყო განსაკუთრებული ინტერესი იმიტომ, რომ ეს არის თავისთავად ახალი რანგის დანაშაულებრივი ქმედება რეჟიმის მხრიდან. დაინტერესდნენ, ეს ადამიანი, რომელიც იდენტიფიცირებულია, არის თუ არა დაკავებული. მე ვუთხარი, რომ არათუ დაკავებული, მტკიცებულებები, რომლითაც მოხდა თავდასხმა, კვლავ ჩემთან არის, იმიტომ, რომ არანაირი გამოძიება ამაზე არ მიმდინარეობს და მთხოვეს, რომ მეტი დეტალი იყოს ამასთან დაკავშირებით გადაგზავნილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სრულად ინფორმირებულია ყველა სიტუაციაზე, რაც საქართველოშია და ვფიქრობ, მომავალ წელს, ძალიან ბევრი კონკრეტული ნაბიჯი იქნება მათი მხრიდანაც იმ ყველა ინსტიტუციის გამოყენებით, რომელიც საქართველოშია.

წამების კომიტეტთან დაკავშირებით იყო საუბარი. იცით, რომ ჩვენ წერილობითაც მივმართეთ. ჩვენ ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია, მომავალი წლის დასაწყისში ჩამოვიდნენ. მათ მხრიდანაც იყო ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, იანვარში შეიძლება დამატებითი ვიზიტი იყოს,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს