კახა ოქრიაშვილი - თუ ვინმე მცოდნე დააორგანიზებს გიგანტური საცივის და გოზინაყის მომზადებას რუსთაველის გამზირზე, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას და დავასპონსორებ ამ ღონისძიებას!

პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„გვიახლოვდება ახალი წელი და ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლების მთელი სტრატეგია საცივს უკავშირდება - იმედი აქვთ, საახალწლოდ ხალხი საცივში ჩაყოფს თავს და ჩვენც გადავრჩებითო. მე კი მსურს, რომ ყველა ქართველი და ჩვენი საყვარელი საქართველო გადარჩეს. სამწუხაროდ, ასე არამარტო ფიქრობენ, არამედ ამას ოფიციალურად აცხადებენ კიდეც, რაც ძალიან სახალისოა.

დიდი სიამოვნებით ვიქნები ახალი, მართალი საქართველოს მეკვლე რუსთაველზე. თუ ვინმე მცოდნე დააორგანიზებს გიგანტური საცივის და გოზინაყის მომზადებას რუსთაველის გამზირზე, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას და დავასპონსორებ ამ ღონისძიებას!

მსურს, 2025 წელს გაიმართოს ახალი, სამართლიანი არჩევნები. შედეგად, დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი, ქვეყანა დამშვიდდეს და ჩამოვყალიბდეთ სამართლიან საზოგადოებად, სადაც ადამიანი არ იჩაგრება და აქვს ღირსეული ანაზღაურება!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ