ვლადიმერ ბოჟაძე - ეუთოზე „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენების მცდელობა მიუთითებს იმაზე, თუ რა მძიმე იქნება ოპოზიციისთვის ეუთოს საბოლოო დასკვნა - არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ საუბარს წერტილი დაესმება

ეუთოზე „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენების მცდელობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა მძიმე იქნება მათთვის ეუთოს საბოლოო დასკვნა იმ თვალსაზრისით, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ საუბარს წერტილი დაესმება, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე 4 ოპოზიციური პარტიის განცხადებას.

მისი თქმით, ეუთო/ოდირი არჩევნების შედეგებს, კენჭისყრის დღის კარგად ჩატარებას და ორგანიზებას აღიარებს.

„ძალიან მოუხდა რადიკალურ ოპოზიციას სახელი - „მოსკოვის მექანიზმი”. ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში სწორედ მოსკოვის და რუსეთის მექანიზმს წარმოადგენენ. რუსეთის და მოსკოვის ინტერესების გამტარებლები იყვნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. გადაუფორმეს სტრატეგიული ობიექტები, ეკონომიკა, ტერიტორიები, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ხმა მისცეს, ომის შემდეგ შეწყვიტეს სავიზო რეჟიმი, არ უჩივლეს რუსეთს არცერთ სასამართლოში. ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში მოვუგეთ. ისინი ახლა „მოსკოვის მექანიზმით“ რომ ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში ეუთო/ოდირზე რაიმე ზეგავლენის მოხდენას, იმაზე მიანიშნებს, რომ ძალიან კარგად იციან, როგორი იქნება საბოლოო ჯამში ეუთოს დასკვნა, რომელიც, რა თქმა უნდა, აღიარებს არჩევნების შედეგებს, კენჭისყრის დღის კარგად ჩატარებას და ორგანიზებას. რა თქმა უნდა, იქნება რეკომენდაციები და შენიშვნები, როცა 2 მილიონ 100 ათასი ადამიანი იღებს არჩევნებში მონაწილეობას ახალი ტექნოლოგიებით. ჩვენ მზად ვართ ამ რეკომენდაციების და შენიშვნების გასაზიარებლად მათ შორის, სამუშაო ფორმატში. მაგრამ ეუთოზე „მოსკოვის მექანიზმის” გამოყენების მცდელობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა მძიმე იქნება მათთვის ეუთოს საბოლოო დასკვნა იმ თვალსაზრისით, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ საუბარს წერტილი დაესმება”, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ცნობისთვის, 4 ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საერთო განცხადებას უგზავნის და „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას სთხოვს, რომელიც საქართველოში სპეციალური მისიის გამოგზავნას გულისხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ