დავით მათიკაშვილი - მოლაპარაკებების გახსნაზე შემოთავაზებას ევროკავშირისგან ველით - რაც მალე მით უკეთესი, ამ შემთხვევაში ბურთი არის ევროკავშირის მხარეს!

მოლაპარაკებების გახსნაზე შემოთავაზებას ევროკავშირისგან ველით! - რაც მალე მით უკეთესი! ამ შემთხვევაში ბურთი არის ევროკავშირის მხარეს! - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

მან აქვე დასძინა, რომ „ეს შანტაჟისა და პედალირების ინსტრუმენტი არ უნდა იყოს“.

„საკითხს გააჩნია პოლიტიკური მდგენელი. მთავრობის მეთაურის მხრიდან არაერთხელ გაცხადდა, რომ ჩვენ ვართ სრულიად მზად პოლიტიკური თვალსაზრისით. რაც მალე მოხდება ეს ევროკავშირის მხრიდან - წერილობითი თუ გადაწყვეტილების ფორმით - მზად ვართ მყისიერად დავეთანხმოთ. ეს მხოლოდ ჩვენი ინტერესია! ამ შემთხვევაში ბურთი არის ევროკავშირის მხარეს და ჩვენ ნაბიჯს ევროკავშირისგან ველოდებით - ჩვენ მყისიერად დავეთანხმებით, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რაც მალე მით უკეთესი! ეს სრულიად არის ევროკავშირის მხარეს. ჩვენ ვართ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სულისკვეთების თანაზიარი, რომელსაც ხელისუფლებასთან ერთად აქვს უდიდესი სურვილი, რომ ეს დროულად მოხდეს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტს მოქალაქეთა ჯგუფმა პეტიცია სახელწოდებით - “გახსენით ვაწერთ“ წარუდგინა, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო დოკუმენტს მსვლელობა არ მიეცა, რაზეც გადაწყვეტილება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ