ბესიკ ამირანაშვილმა დაბა ასპინძაში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან, როსტომ მაგრაქველიძესთან ერთად, დაბა ასპინძაში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, დაბაში მუსიკალური სკოლისა და ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია დასრულდა, გურამიშვილის ქუჩაზე კი ახალი სპორტული სივრცე მოეწყო.

„პროექტის ფარგლებში მუსიკალური სკოლის და ბიბლიოთეკის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

მოეწყო ლამინირებული პარკეტი, თაბაშირ-მუყაოს ჭერი, კარ-ფანჯრები, ახალი კიბე, ელექტრო სისტემა შეიცვალა და ეზო მოპირკეთდა. შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

რაც შეეხება გურამიშვილის ქუჩაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს - აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი-სტადიონი, დამონტაჟდა ტრენაჟორები და საბავშვო სივრცე მოეწყო.

პროექტები სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ