ვახტანგ ცინცაძე - იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ რეკორდული მაჩვენებელი, 21 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საგარეო ვაჭრობის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა, მათ შორის ექსპორტის რეკორდული მოცულობა, რომელიც 7.9%-ით გაიზარდა და 6 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს,- ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის წინასწარი ეკონომიკური მონაცემები.

ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, ასევე საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელიც რეკორდულია.

„ნოემბრის თვეში ექსპორტის საკმაოდ მაღალი ზრდა ფიქსირდება - მისი მოცულობა 542,5 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს და წინა წლის მაჩვენებელს 12.6%-ით აღემატება. ნოემბრის თვეში, ისევე როგორც წინა თვეებში, ფიქსირდება ადგილობრივი ექსპორტის ზრდა. ზოგადად 11 თვის ჭრილში თუ შევხედავთ საგარეო ვაჭრობის მონაცემებს, ექსპორტის ზრდა საკმაოდ მაღალი გვაქვს და მისი რეკორდული მოცულობა ფიქსირდება“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეფასებით, იანვარ-ნოემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ რეკორდული მაჩვენებელი, 21 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 6.6%-ით გაიზარდა. მათ შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის ქვეყნებთან - 4.5 მლრდ აშშ დოლარი, რაც 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს 9.2%-ით აღემატება. ზრდა ფიქსირდება ასევე თურქეთთან - 2.9 მლრდ აშშ დოლარი (ზრდა 8.5%), რუსეთთან - 2.3 მლრდ აშშ დოლარი (ზრდა 3.4%), ჩინეთთან 1.8 მლრდ. აშშ დოლარი (ზრდა 16.2%), ყირგიზეთთან და ყაზახეთთან.

მისივე თქმით, 2024 წლის ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 1,978.2 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.2%-ით მეტია. ამასთან, 2024 წლის ნოემბერში იმპორტი 10.7%-ით გაიზარდა და 1,435.7 მილიონ აშშ. დოლარს გაუტოლდა. იანვარ-ნოემბერში იმპორტი 15,101.7 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 6.1%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

„რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით, მათ შორის აღსანიშნავია სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები, რაც უზრუნველყოფს მცირე და საშუალო მეწარმეების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას და ასევე დამატებითი საწარმო პოტენციალის შექმნას, რათა ქვეყანამ მეტი ადგილობრივი პროდუქციის წარმოება შეძლოს, რომელიც ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ბაზარზე იქნება კონკურენტუნარიანი. აღნიშნული საბოლოო ჯამში გაზრდის ექსპორტის მოცულობას, უზრუნველყოფს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და ზოგადად მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ, რომლის კომენტარსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე