აჭარის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით დაიხურა

აჭარის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით დაიხურა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვამდე, კანონმდებლებმა გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები.

“სხდომაზე, უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძის, ტიტე აროშიძის, ფრიდონ ფუტკარაძისა და დავით ბაციკაძის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტი, მისმა ერთ-ერთმა ავტორმა, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ტიტე აროშიძემ წარმოადგინა.

მისი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი ორ პროექტს მოიცავს:

ა) რეგლამენტში ცვლილებები, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლამ, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებამ და საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულმა სხვა ცვლილებებმა გამოიწვია. პროექტის თანახმად წესრიგდება, ზუსტდება ან ახლებურად ყალიბდება რეგლამენტის ცალკეული ნორმები. ოლქის დელეგატსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შორის კომუნიკაციის გამარტივების მიზნით, დელეგატს ეძლევა უფლება, შესაბამის ოლქში ჰყავდეს პირადი წარმომადგენელი.

ბ) „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ" უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებების მიზანია, მისი, რეგლამენტის ახალ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა.

მოხსენებისა და მოსაზრებების გაცნობის შემდეგ, სხდომის თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.

დეპუტატებმა, საკანონმდებლო პაკეტის ორივე პროექტს ცალ-ცალკე უყარეს კენჭი და გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით, 13-13 ხმით დაამტკიცეს.

სხდომის დასასრულს აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, რითაც საშემოდგომო სესია დაიხურა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ