ლევან ხაბეიშვილი - რუსი ოლიგარქის რუსული რეჟიმის თავზე შავმა ღრუბელმა მოიყარა თავი - მინდა, გავაფრთხილო კუპატაძე, სირაძე, მემანიშვილი, ბიჭებო, მძიმე დღეები გელოდებათ და შემდეგი თქვენ იქნებით

კარგად უნდა ესმოდეს საზოგადოებას, რომ დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქცია ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, გომელაურს მალე ქართული ბანკებიც კი ვერ მოემსახურებიან და თუ სადმე რაიმე ქონება აქვთ გადამალული, ამ ქონებაზეც უახლოეს პერიოდში აღარ მიუწვდებათ ხელი , - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ფინანსური სანქციები გაგრძელდება და ის ძალოვანი უწყებების მაღალი თანამდებობის პირებს შეეხება.

“რუსი ოლიგარქის რუსული რეჟიმის თავზე შავმა ღრუბელმა მოიყარა თავი და ჩვენ ვნახეთ დიდი ბრიტანეთის განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ ე.წ. მინისტრი გომელაური მისი მოადგილეებით არის დასანქცირებული და თან ისინი არიან ფინანსური მიმართულებით სანქცირებულნი.

კარგად უნდა ესმოდეს საზოგადოებას, რომ დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქცია ნიშნავს იმას, რომ მაგალითად გომელაურს მალე ქართული ბანკებიც კი ვერ მოემსახურებიან და თუ სადმე რაიმე ქონება აქვთ გადამალული, ამ ქონებაზეც უახლოეს პერიოდში აღარ მიუწვდებათ ხელი.

ასევე, ამ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციაში მოხდა ამ სანქციების გამოცემა, რაც ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ეს სანქციები გაგრძელდება და, მათ შორის, მინდა გავაფრთხილო ამ დროისთვის თანამდებობაზე მყოფი ადამიანები - კუპატაძე, სირაძე, მემანიშვილი, სხვადასხვა ძალოვანი უწყების ე.წ. მაღალი თანამდებობის პირები - ბიძებო, ძალიან ღრმად გაქვთ შეტოპილი, ძალიან მძიმე დღეები გელოდებათ და შემდეგი აუცილებლად იქნებით თქვენ, აუცილებლად მოხვდებით ამ სანქციების ქვეშ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თბილისის მერს კახა კალაძეს და მისი ბიზნესპარტნიორი ცდილობენ აშშ-ში ბიზნესის რეგისტრაციას, თუმცა ხაბეიშვილის თქმით, ისინიც სანქიცების რიგში არიან.

„მინდა, საზოგადოებას ვუთხრა ერთი ინფორმაცია, რომელიც ეხება დედაქალაქის მერს და მის ბიზნესპარტნიორ წულაიას, რომელიც აშშ-ში, უფრო კონკრეტულად, ფლორიდაში ცდილობს სამშენებლო ბიზნესის დარეგისტრირებას, საქართველოდან ნაძარცვი ქონების გადატანას და უნდა იცოდნენ კახა კალაძემ და წულაიამ - არ გამოვა, ბიჭებო. აქ თქვენ თავპირი დაალეწოთ ქართველ ხალხს, აქ დემოკრატია და თავისუფლება მოკლათ, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე ხელი მოაწეროთ, მერე გაძარცვოთ ქართველი ხალხი და ფლორიდაში ბიზნესი ააწყოთ, არ გამოვა! თქვენც ამ რიგში დგახართ, რასაც ჰქვია სანქციები.

კიდევ ერთი მოწოდება მინდა გავაკეთო ბიზნეს ასოციაციის წევრებთან - დატოვეთ ეს გაუგებარი ასოციაცია, ვისაც ხმა არ ამოგიღიათ, მოგიწოდებთ, ამოიღოთ ხმა!” - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა