თეონა აქუბარდია - ბრიტანეთის სანქციებს გაგრძელება მოჰყვება ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც - „ქართული ოცნება“ „მელა და ყურძნის“ პოზიციაშია, მაგრამ რაც არ უნდა იძახონ, რომ არა უშავს, სისტემა დასუსტებულია

პროტესტის დამსახურებაა დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციები, ეუთოს განცხადება, ბალტიის ქვეყნების ინდივიდუალური სანქციები, ევროკავშირის მხრიდან დიპლომატიური პასპორტების დასანქცირება. რაც არ უნდა იძახონ, რომ არა უშავს, მელა და ყურძენი რომ არის, დაახლოებით ამ პოზაში არიან [„ქართული ოცნება]. სისტემა არის დასუსტებული! , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

აღნიშნულით, თეონა აქუბარდიამ ის ფაქტი შეაფასა, რომ გაერთიანებული სამეფო ვახტანგ გომელაურს, ალექსანდრე დარახველიძეს, ზვიად ხარაზიშვილს, სულხან თამაზაშვილსა და მილერი ლაგაზაურს სანქციებს უწესებს.

თეონა აქუბარდიას თქმით, დიდი ბრიტანეთის სანქციები აჩვენებს, რომ მოქმედება დაიწყო.

„გარდა ევროკავშირის ცალკეული დედაქალაქებისა, ბალტიისპირეთზეც გვქონდა საუბარი, ამას გაგრძელება მოჰყვება ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებშიც. დიპლომატიური პასპორტების, უვიზო რეჟიმის დასრულება...ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქართველი ხალხია ელჩი ევროკავშირში და არა ე.წ. ხელისუფლება.

დღეს, დიდი ბრიტანეთის განცხადებაში ვნახეთ, რომ „ქართული ოცნება“ არის ნახსენები, როგორც ეუთოს 19 წევრის განცხადებაში და არა მთავრობა. ეს კიდევ არჩევნებს, რომ ლეგიტიმაციის კრიზისი, რომელიც მათ შექმნეს გაღრმავდება. ეს არის შესაძლებლობა, რომ ხელახალი არჩევნები დავაბრუნოთ კონსტიტუციურ ჩარჩოში. საფრთხეები ავარიდოთ, რომელიც გარდაუვალად შეუქმნა ივანიშვილმა ქვეყანას“,- აღნიშნა აქუბარდიამ.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა