პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე 22-ე დღეა პროტესტი მიმდინარეობს. მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უწყვეტ აქციებს, მარშებს და მსვლელობას მართავენ.

დღეს, მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ, საიდანაც მარშით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ.

„მამების მარში“, კალათბურთელებისა და კალათბურთის მოყვარულების მარში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მარში - ეს ის მსვლელობა, რომლებიც დღის მეორე-ნახევარში სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბა, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.

გარდა ამისა, დღეს მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა სხვადასხვა ტიპის მსვლელობებიო. კერძოდ, განათლების სამინისტროსთან - "გააგონე მშობლებს ხმის" წარმომადგენლები შეიკრიბნენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან - სტუდენტური ჯგუფის - თავისუფალი აუდიტორიის მარში. ევროპის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე გურულების მარში.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება