ბერდია სიჭინავა - ვხედავთ ჩართულ მანქანას, რომელსაც ვერაფერი გააჩერებს, ვიდრე ქვეყანაში დემოკრატია არ გაიმარჯვებს - სანქციების ყულფი კიდევ უფრო მოუჭერს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს და მოუწევს დათმობებზე წამოსვლა

ჩვენ ვხედავთ დაძრულ პროცესს, ჩართულ მანქანას, რომელსაც ვერაფერი გააჩერებს, სანამ ამ ქვეყანაში დემოკრატია და ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს , - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ბერდია სიჭინავამ ევროკავშირის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მხრიდან დაწესებული სანქციების თაობაზე განაცხადა.

სიჭინავას თქმით, შედეგად „სისტემა კიდევ უფრო მეტად შეირყევა“.

“სანქციების დაწესება ნიშნავს იმას, რომ პროცესი უკვე დაწყებულია. ამ პროცესს, რომელიც კოორდინირებულად მიმდინარეობს შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ, ვერ გააჩერებს ვერავინ, რაც არ უნდა უმტკიცონ ამ ადამიანებმა ერთმანეთს, რომ სანქციები ამათ ვერაფერს დააკლებს და შეინარჩუნებენ ხელისუფლებას, ეს ასე არ იქნება ნამდვილად. ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემა კიდევ უფრო მეტად შეირყევა და იმ ადამიანების რწმენა, რომლებიც ვიღაცის კეთილ ნება-სურვილზე იყვნენ დამოკიდებულები და ვიღაცის შეპირებაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ეს ასე არ მოხდება.

ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინირებულ მუშაობას ვხედავთ სახეზე. რა თქმა უნდა, სანქციების ყულფი კიდევ უფრო მოუჭერს, მათ შორის, პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს და მას მოუწევს დათმობებზე წამოსვლა საკუთარ მოსახლეობასთან, ტყვეობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომ განიმუხტოს ის პოლიტიკური კრიზისი და დაძაბულობა, რომელიც დღეს ქვეყანაში არის.

ჩვენ ვხედავთ დაძრულ პროცესს, ჩართულ მანქანას, რომელსაც ვერაფერი გააჩერებს, სანამ ამ ქვეყანაში დემოკრატია და ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს.

მე არ მახსენდება საქართველოს უახლეს ისტორიაში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უწყვეტი, ყოველდღიური პროტესტის ასეთი მასშტაბი, რომელიც გაშლილია მთელს ქვეყანაში, მათ შორის, გეოგრაფიულად, ისევე, როგორც პროფესიულობის თვალსაზრისით. არ არსებობს სფერო, რომელსაც ეს პროტესტი მოდებული არ არის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ არ დგას სცენა - ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანებმა ზუსტად იციან, რისთვის მოდიან აქ, ზუსტად იციან, რა ფასეულობებს, იდეალებსა და ღირსებებს ემსახურებიან და არ სჭირდება არავის დაძახება. მათი პირველი ამოცანაა, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი იყოს დაცული”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ