გიორგი ვაშაძე აშშ-ისა და ბრიტანეთის სანქციებზე - ეს მხოლოდ დასაწყისია - მივმართავ თვითმარქვია რეჟიმს, სანამ დრო გაქვთ, ხალხის ნებას დანებდით

სანქციები ზემოთაც წავა და ქვემოთაც. ეს ბოლო არ არის, ეს მხოლოდ დასაწყისია. ამ ადამიანებს არამარტო საერთაშორისო, ქართულ ბანკებში ანგარიშის გახსნის პრობლემა ექნებათ. სისტემა ჩამოიშლება და ჩამოირღვევა!, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რითაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ბრიტანეთი და ამერიკა ერთმანეთის მიყოლებით კოორდინირებულად კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდნენ.

„ვხედავთ, რომ ჩვენი პარტნიორები გადავიდნენ ქმედებებზე. ბრიტანეთი და ამერიკა ერთმანეთის მიყოლებით, ღიად და გაცხადებულად, კოორდინირებულად კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდნენ.

სანქციები დაუწესეს კონკრეტულ ადამიანებს. შს მინისტრს ფინანსური სანქციები დაუწესდა. ეს სანქციები ზემოთაც წავა და ქვემოთაც. ეს ბოლო არ არის, ეს მხოლოდ დასაწყისია. ამისთვის საჭიროა მეტი ვიყოთ და ერთად ვიყოთ. ამ ადამიანებს არა მარტო საერთაშორისო, ქართულ ბანკებშიც ანგარიშის გახსნის პრობლემა ექნებათ. სისტემა ჩამოიშლება და ჩამოირღვევა. მივმართავ თვითმარქვია რეჟიმს, სანამ დრო გაქვთ, ხალხის ნებას დანებდით. დანიშნეთ ახალი არჩევნები, ნეიტრალური ცესკოთი, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო მძაფრი იქნება რეაქცია“,-აღნიშნა ვაშაძემ „პალიტრანიუსთან“.

ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო და ისინი "გლობალური მაგნიტსკის" სიაში შეიყვანა. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის "სპეციალურად განსაზღვრულ პირთა სია"-ში (SDN List) მოხვდნენ. SDN List-ი "ადამიანის უფლებებზე ანგარიშვალდებულების მაგნიტსკის გლობალური აქტის" საფუძველზე შეიქმნა და 2017 წლიდან მოქმედებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში