იაგო კაჭკაჭიშვილი - ნეგატიური შეფასებები კონვერტირდა მწვავე სანქციებში, რაც ნიშნავს დელეგიტიმაციის გაღრმავებას, დასავლეთი კეთროვნად აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას - ივანიშვილის მიმართ სანქციების დაგვიანებას კი აქვს თავის აზრი, მას ეძლევა ბოლო შანსი

საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნეგატიური შეფასებები კონვერტირდა ძალიან მწვავე სანქციებში - ეს ნიშნავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დელეგიტიმაციის გაღრმავებას , - ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მირზა კეზევაძის წინააღმდეგ ე.წ. მაგნიტსკის აქტის ფარგლებში, სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, დასანქცირების პროცესი გაგრძელდება.

„ეს სრულად და მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთის, ევროკავშირის ქვეყნების და აშშ-ის წნეხი, საქართველოს ხელისუფლებაზე სულ უფრო და უფრო მეტად ძლიერდება. ადრე თუ ეს წნეხი ძირითადად გამოიხატებოდა ვერბალურ შეფასებებში, ახლა შეფასებები საქმედ იქცა. საქართველო ხელისუფლების მიმართ ნეგატიური შეფასებები კონვერტირდა ძალიან მწვავე სანქციებში, ეს სანქციები აღარ არის მხოლოდ სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებული, არამედ ფინანსურ სანქციებამდე მივიდა, მაგნიტსკის სიაში მოხვედრაზეა საუაბრი. როგორც ჩანს ეს პროცესი არ შეჩერდება და გაგრძელდება. ეს არ არის მხოლოდ ვინმეს ქონების დაყადაღება ან საზღვარგარეთ მოგზაურობის აკრძალვა, ეს ნიშნავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, „ქართლი ოცნების“ წარმომადგენლების დელეგიტიმაციის გაღრმავებას. ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი ლამის კეთროვნად აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას და მასთან თანამშრომლობას პრინციპულად გამორიცხავს“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

როგორც იაგო კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქციები „აგვიანებს“, რადგან მას კიდევ ეძლევა შანსი, მიიღოს რაციონალური გადაწყვეტილებები.

„მე ვფიქრობ, რომ [ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება] აგვიანებს სრულიად შეგნებულად და განზრახულად. მათ იციან,რომ გადაწყვეტილების მიმღები მთავარი აქტორი და მთავარი პირი ქვეყანაში არის ივანიშვილი. ისინი მას კიდევ ერთხელ აძლევენ შანსს, რომ თუ სურს გადარჩეს საბოლოო მარგინალიზებას და არ აღმოჩნდეს აბსოლუტურ იზოლაციაში ცივილიზებული სამყაროსგან, მაშინ მან ძალიან დროზე და ძალიან სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელსაც დღეს ითხოვს როგორც საქართველოს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. ეს არის ახალი არჩევნები თუ პოლიტპატიმრების, უკანონოდ დაპატიმრებულების გათავისუფლება. ამ დაგვიანებას აქვს თავისი აზრი, განზრახვა. ბიძინა ივანიშვილს ეძლევა ალბათ, ბოლო შანსი, რომ მიიღოს რაციონალური გადაწყვეტილებები“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო და ისინი "გლობალური მაგნიტსკის" სიაში შეიყვანა. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის "სპეციალურად განსაზღვრულ პირთა სია"-ში (SDN List) მოხვდნენ. SDN List-ი "ადამიანის უფლებებზე ანგარიშვალდებულების მაგნიტსკის გლობალური აქტის" საფუძველზე შეიქმნა და 2017 წლიდან მოქმედებს.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა