მედია - დონალდ ტრამპი და ოლაფ შოლცი შეთანხმდნენ, რომ ომი უკრაინაში ძალიან დიდხანს გრძელდება

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელზე, შტეფენ გებესტრაიტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტრამპმა და შოლცმა ევროპაში უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევებზე ისაუბრეს.

„მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ძალიან დიდხანს გრძელდება და რომ მნიშვნელოვანია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის გზაზე რაც შეიძლება სწრაფად დადგომა“, - დასძინა გებესტრაიტმა.

ამავე დროს, შოლცმა დაადასტურა, რომ გერმანია გააგრძელებს რუსული აგრესიისგან თავდაცვაში უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე