ქართული ღვინო საერთაშორისო გამოფენაზე „FOIRE AUX VINS“ იყო წარდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით, ბელგიის სამეფოს ქალაქ ლუზო-ინ-ეტში (Leuze-en-Hainaut), ორდღიან გამოფენაზე - FOIRE AUX VINS ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ღვინის ეროვნული სააგენტო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, FOIRE AUX VINS ყოველწლიური გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ფრანგული, იტალიური და სხვა ევროპული ქვეყნების ღვინოები. გამოფენის სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებსა და იმპორტიორებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი ოთხი კომპანიის როგორც ქვევრის, ასევე კლასიკური მეთოდით დამზადებულ 10-მდე ღვინოს.

„2024 წელს, „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მხარდაჭერით, ქართული ღვინო მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილი იყო 40-მდე საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალზე და 100-მდე დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე მსოფლიოს 19 ქვეყანაში: აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, პოლონეთი, გერმანია, ფინეთი, დანია, ავსტრია, ნორვეგია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია, ჩინეთი, ბელგია, უნგრეთი, კორეის რესპუბლიკა, შვეიცარია და ლატვია.

ქართული ღვინის სტრატეგიული საექსპორტო ბაზრებია აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებას „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს