ქართული ღვინო საერთაშორისო გამოფენაზე „FOIRE AUX VINS“ იყო წარდგენილი

„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით, ბელგიის სამეფოს ქალაქ ლუზო-ინ-ეტში (Leuze-en-Hainaut), ორდღიან გამოფენაზე - FOIRE AUX VINS ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ღვინის ეროვნული სააგენტო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, FOIRE AUX VINS ყოველწლიური გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ფრანგული, იტალიური და სხვა ევროპული ქვეყნების ღვინოები. გამოფენის სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებსა და იმპორტიორებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი ოთხი კომპანიის როგორც ქვევრის, ასევე კლასიკური მეთოდით დამზადებულ 10-მდე ღვინოს.

„2024 წელს, „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მხარდაჭერით, ქართული ღვინო მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილი იყო 40-მდე საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალზე და 100-მდე დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე მსოფლიოს 19 ქვეყანაში: აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, პოლონეთი, გერმანია, ფინეთი, დანია, ავსტრია, ნორვეგია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია, ჩინეთი, ბელგია, უნგრეთი, კორეის რესპუბლიკა, შვეიცარია და ლატვია.

ქართული ღვინის სტრატეგიული საექსპორტო ბაზრებია აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებას „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის