გრიგოლ გეგელია - არალეგიტიმური ბანდფორმირება, სახელად „ქართული ოცნება“ ოფიციალურადაა განწესებული ტერორისტების, ავტოკრატების და საერთაშორისო კრიმინალების „შავ სიაში“ - დასავლეთი მწვავედ მოქმედებს

თვითგამოცხადებული, არალეგიტიმური ბანდფორმირება, სახელად „ქართული ოცნება“ უკვე ოფიციალურად არის განწესებული ტერორისტების, ავტოკრატების და საერთაშორისო კრიმინალების „შავ სიაში“, რომელთანაც ცივილიზებულ მსოფლიოს საერთო არაფერი გააჩნია, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთი მწვავედ მოქმედებს და „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ სანქციების დაწესება მანამდე გაგრძელდება, „სანამ არალეგიტიმური რეჟიმი არ შეწყვეტს ტერორიზმს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და არ დაინიშნება ახალი არჩევნები“.

როგორც გეგელია აღნიშნავს, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მიერ „ქართული ოცნების“ წევრებისადმი დაწესებული სანქციები არის ქართველი ხალხის ურყევი ბრძოლის, გამარჯვებული კოალიციის კოორდინირებული მუშაობისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ „ქართული ოცნების“ თვითმარქვია რეჟიმის წარმომადგენლებს საბოლოო განაჩენი გამოუტანა. თვითგამოცხადებული, არალეგიტიმური ბანდფორმირება, სახელად „ქართული ოცნება“ უკვე ოფიციალურად არის განწესებული ტერორისტების, ავტოკრატების და საერთაშორისო კრიმინალების „შავ სიაში“, რომელთანაც ცივილიზებულ მსოფლიოს საერთო არაფერი გააჩნია.

მშვიდობიანი მოქალაქეების დატერორებას და სახელმწიფოს მოტაცების მცდელობას საერთაშორისო თანამეგობრობა არ ტოვებს უპასუხოდ. დასავლეთი მოქმედებს, და მოქმედებს მწვავედ. გარდა სავიზო რეჟიმის გაუქმებისა კონკრეტული პირებისთვის, უკვე აგრეთვე დაწესებულია ფინანსური და ეკონომიკური სანქციები, რაც გაგრძელდება მანამ, სანამ არალეგიტიმური რეჟიმი არ შეწყვეტს ტერორიზმს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და არ დაინიშნება ახალი არჩევნები.

დადგა მომენტი, როდესაც ბოროტმოქმედთა დაჯგუფებას, სახელად „ქართული ოცნება“ არამარტო არ აღიარებს არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო, არამედ ახლა უკვე ჰყავს სანქცირებული ლიდერები, მათ შორის მოქმედი ე.წ. პრემიერი და ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის „მაგნისტკის სიაში“ შეყვანა არის ამ რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების - ადამიანების დევნის, წამების, გატაცების, დატერორების - პირდაპირი აღიარება სრულიად ცივილიზებული მსოფლიოს მიერ.

საყურადღებოა, რომ გარდა „მაგნიტსკის სანქციებისა“, აშშ-მ ასევე დააწესა დამატებითი სავიზო სანქციები სხვადასხვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მმართველებსა და მათ ოჯახებზე, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ საკუთარ უფლებამოსილებას და ზღუდავდნენ ადამიანების უფლებას, თავისუფლად და ძალდატანების გარეშე მიეცათ ხმა. ამ ნაბიჯით, აშშ-მ კიდევ ერთხელ და კიდევ უფრო მკაფიოდ დააფიქსირა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში არ ჩატარებულა დემოკრატიული არჩევნები, რომელსაც რაიმე ლეგიტიმაცია შეიძლება ჰქონდეს.

კრიმინალური, სანქცირებული რეჟიმის პირობებში წარმოუდგენელია სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირება; სრულად გაუქმებულია უსაფრთხოების და განვითარების შანსები და გაჩერებულია თანამშრომლობა კრიტიკული მიმართულებებით, როგორიცაა ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ინვესტიციები, ზრდა და განვითარება.

ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს შავ ლაქას საქართველოს ისტორიაში, რომლის წყალობით ყოველი დღე, რომელსაც საქართველო გაატარებს არალეგიტიმური რეჟიმის მმართველობის ქვეშ, უდიდეს დარტყმას აყენებს თითოეული მოქალაქის ფინანსურ, ფიზიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობას. ყოველი დღე, რომელსაც საქართველო გაატარებს სანქცირებული, კრიმინალი ლიდერების მმართველობის ქვეშ არის დღე, რომელიც ქართველმა ერმა დაკარგა კეთილდღეობისკენ, მშვიდობისკენ, ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მიმავალ გზაზე.

და აქ არ არსებობს გამონაკლისები - ბოროტმოქმედი რეჟიმის წყალობით, მნიშვნელოვნად დაზარალდება თითოეული მოქალაქე, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა.

და ბოლოს, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციები არის ქართველი ხალხის ურყევი ბრძოლის, გამარჯვებული კოალიციის კოორდინირებული მუშაობისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. მინდა თითოეულმა პატრიოტმა მოქალაქემ იცოდეს, რომ მისი წვლილი ამ პროცესში ფასდაუდებელია. ახლა როგორც არასდროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ, ყველა ჩვენგანმა განგრძობითად შეიტანოს საკუთარი წვლილი თვითგამოცხადებული რეჟიმის მშვიდობიანი ჩამოშლის საქმეში;

ამასთან, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მეტმა და მეტმა დიპლომატმა, საჯარო მოხელემ და ძალოვანმა მიატოვოს ბოროტმოქმედი რეჟიმი, რომელმაც განახორციელა საკონსტიტუციო გადატრიალება და საკუთარ ერს ღია ომი გამოუცხადა.

ეს არის ქართველი ერის თავისუფალი, მშვიდობიანი ბრძოლა თვითმარქვია რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც დასრულდება ერის გადამწყვეტი გამარჯვებით!“ - განაცხადა გეგელიამ.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ