გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილსა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას „კოჭლ იხვს“ უწოდებს

კარგად ვიცით, ტერმინი „კოჭლი იხვი“, რომელიც უკვე არის ამერიკაში მოქმედი ადმინისტრაცია - საქართველოში „კოჭლი იხვი“ სალომე ზურაბიშვილის სახით კიდევ უფრო რთულ სიტუაციაშია, რადგან როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის ჯერჯერობით მოქმედი პრეზიდენტები დღეებს ითვლიან, რომ ადმინისტრაციებიდან გამობარგდნენ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკაში ერთი თვის შემდეგ სხვა ადმინისტრაცია იქნება, რომლის მესიჯები თითქმის ერთი-ერთში ემთხვევა გზავნილებს - მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებასა და რწმენაზე.

„კარგად ვიცით, ტერმინი „კოჭლი იხვი“, რომელიც უკვე არის ამერიკაში მოქმედი ადმინისტრაცია. საქართველოში ეს „კოჭლი იხვი“ სალომე ზურაბიშვილის სახით კიდევ უფრო რთულ სიტუაციაშია, რადგან როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის ჯერჯერობით მოქმედი პრეზიდენტები დღეებს ითვლიან, რომ ადმინისტრაციებიდან გამობარგდნენ და ეს მოიხსენიება, როგორც „კოჭლი იხვი“. ამერიკაში ერთი თვის შემდეგ სხვა ადმინისტრაცია იქნება, რომლის მესიჯები თითქმის ერთი-ერთში ემთხვევა ჩვენს გზავნილებს - მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებასა და რწმენაზე, თუმცა ახლა ბოლო კუდის მოქნევას ვხედავთ, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან. კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ და მათ პატრონებთან კითხვა მაქვს - კაია კალასს ეთანხმებიან, რომელიც ამბობს, რომ უკრაინაში მშვიდობა არ უნდა იყოს და უკრაინას მშვიდობას ნუ სთავაზობენ, თუ დონალდ ტრამპს ეთანხმებიან, რომელიც ამბობს, რომ უკრაინაში მშვიდობა უნდა დაამყარონ. ან ერთი უნდა აღიარონ, ან მეორე. გამოვიდნენ და თქვან, ვის ეთანხმებიან.

2025 წლიდან სულ სხვა მსოფლიო დღის წესრიგი დადგება, სადაც რწმენაზე, ოჯახურ ღირებულებებზე, პარტნიორობასა და არა ვასალობაზე დამყარებული დღის წესრიგი იქნება, ჩაჯდება საქართველო“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის