ალენ ბერსე - ქმედებები, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, არის მყისიერად საჭირო

შემდეგი კვირის დასაწყისში CPT-ის (წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ევროპული კომიტეტი) წინასწარი დასკვნები იქნება გაზიარებული სახელმწიფოსთან - ქმედებები, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, არის მყისიერად საჭირო, - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ განაცხადა.

ბერსეს განმარტებით, ის ადამიანის უფლებათა კომისარს გააცნობს ვიზიტის შესახებ დეტალებს, რომელიც საქართველოში ძალიან მალე ვიზიტს გეგმავს.

„ძვირფასო წარმომადგენლობა, მინდა გითხრათ მოკლედ რა მოხდება შემდეგ:

მე რომ სტრასბურგში დავბრუნდები, მე საქმის კურსში ჩავაყენებ ყველა წევრ სახელმწიფოს - ევროკავშირს და სხვა ყველა პარტნიორს, ამ ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით. ასევე, მე მივაწვდი ინფორმაციას ადამიანის უფლებათა კომისარს, რომელიც საქართველოში ძალიან მალე ვიზიტს გეგმავს. რა თქმა უნდა, საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი იანვარში გეგმავს ჩამოსვლას, ასევე კონგრესი - ადგილობრივი და რეგიონალური უწყებებისა, საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

შემდეგი კვირის დასაწყისში CPT-ის წინასწარი დასკვნები იქნება გაზიარებული სახელმწიფოსთან. ქმედებები, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, არის მყისიერი, მყისიერად არის საჭიროება. CPT-ის შემდგომი ვიზიტი შეიძლება, ასევე განხორციელდეს უახლეს კვირებში.

ჩვენ შევქმნით ერთობლივ სამუშაო ჯგუფს ქართველ მხარეებთან ერთად იმისათვის, რომ ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი იქნას შეცვლილი.

ჩვენი სამოქმედო გეგმის მიხედვით მთავარ, პრიორიტეტულ სფეროებზე გავაკეთებთ აქცენტირებას. ეს არის სამოქალაქო საზოგადოება, მართლმსაჯულება, საარჩევნო უფლებები, ციხე, პრობაცია.

საქართველოს ადგილი იყო, არის ევროპაში. საქართველო არის ევროპის საბჭოს წევრი. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიულ გზაზე და მსვლელობაზე“, - განაცხადა ალენ ბერსემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა