ალენ ბერსე - მე აბსოლუტურად  ღია და მზად ვიყავი, რომ შევხვედროდი ყველას და მათ ჰკითხეთ, რატომ არ შემხვდნენ

ქართველები არიან ევროპელები, ევროპული ოჯახის სრული წევრები და ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭომ ეს ყველაფერი აკეთოს. მე აბსოლუტურად ღია და მზად ვიყავი, რომ შევხვედროდი ყველას და მათ ჰკითხეთ, რატომ არ შემხვდნენ, - ასე უპასუხა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ კითხვას, თუ რა პასუხი აქვს „კოალიცია ცვლილებებს“ ლიდერების განცხადებაზე, რითაც მათ მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

როგორც ალენ ბერსემ აღნიშნა, თბილისში ჩამოვიდა იმისთვის, რომ მასთან შეხვედრის შესაძლებლობა ყველასთვის გაემარტივებინა.

„სამი დღე ვიმყოფებოდი საქართველოში, სამი სრული დღე. ოთხშაბათი სრული დღე, ხუთშაბათი სრული დღე და დღევანდელი დღე, პარასკევი სრული დღე. მე გავაკეთე განცხადება, რომ მზად ვიყავი, შევხვედროდი ყველას. ახლა უკვე მხარეებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით, თუ არა. მე ჩამოვედი აქ, ჩვენ ხომ არ ვხვდებით სტრასბურგში, ბრიუსელში - მე მოვედი აქ, იმისთვის, რომ გამემარტივებინა შესაძლებლობა ყველასთვის, რომ ისინი შემხვედროდნენ. მე ვერ გეტყვით, მხარეებმა რა შეიძლება გააკეთონ, მათ ჰქონდათ ეს შესაძლებლობა, რომ შემხვედროდნენ. ასევე, ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, თუ რას ვაკეთებდით აქ, რისთვის ვიყავით აქ. აუცილებლად ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს ყველაფერი ნათქვამი. ევროპის საბჭოს როლი გახლავთ, რაც შეიძლება ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას.

ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა, ადამიანის უფლებების დაცვა იყო შეშფოთების საგანი. ამიტომაც ჩამოვედით და ამიტომაც ძალიან მკაფიო პოზიცია მეჭირა ამ სამი დღის განმავლობაში, ასევე, ძალიან მკაფიოდ ვთქვი, რა უნდა გავაკეთოთ და რას გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანის უფლებები. ასევე, ვთქვი, რომ მივიღე გარკვეული დაპირებები, თუ რა მოხდებოდა შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. ეს ხდება ყველაფერი ქართველი ხალხისთვის. ქართველი ხალხი არიან ევროპელები, სრული წევრები ევროპული ოჯახის და ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ევროპის საბჭომ ეს ყველაფერი აკეთოს. მე აბსოლუტურად ღია და მზად ვიყავი, რომ შევხვედროდი ყველას და მათ ჰკითხეთ, რატომ არ შემხვდნენ. ეს არის თავისუფალი გადაწყვეტილება, მე ამასთან აბსოლუტურად მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. შესაძლებელია შეხვედრა და რა თქმა უნდა, როცა ტარდება შეხვედრა, შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული“, - განაცხადა ალენ ბერსემ.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა