ირაკლი კობახიძე - ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი მანამდეც აქტიურად განიხილებოდა, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა, ჩვენი გადაწყვეტილებაც დააჩქარა

ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი მანამდეც განიხილებოდა აქტიურად, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა, ეს ჩვენი გადაწყვეტილება დააჩქარა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი მანამდეც განიხილებოდა აქტიურად, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა, ეს ჩვენი გადაწყვეტილება დააჩქარა. ბატონ ვახტანგ გომელაურს მინდა წარმატებები ვუსურვო საქართველოს ვიცე-პრემიერის პოზიციაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.

საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა