გია ვოლსკი დიალოგზე - თუკი საზოგადოებაში წარმოიშვება საუბრის გარკვეული მოთხოვნა, პრემიერ-მინისტრის და ნებისმიერი ჩვენგანის კარი ღიაა და შეგვიძლია განვიხილოთ, მათ შორის შუამავლის ან ფასილიტატორის ჩართულობით

თუკი საზოგადოებაში წარმოიშვება ამ საუბრის გარკვეული მოთხოვნა, პრემიერ-მინისტრის და ნებისმიერი ჩვენგანის კარი ღიაა და შეგვიძლია განვიხილოთ, მათ შორის შუამავლის ან ფასილიტატორის ჩართულობით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დიალოგთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ჯერჯერობით პერსპექტივა არ ჩანს.

„ჯერჯერობით პერსპექტივა არ ჩანს. [ოპოზიციის ]გეგმა არის, რომ ძალის გამოყენებით მოვიდნენ ხელისუფლებაში, შეწირონ ამას ახალგაზრდები და მათი ჯანმრთელობა, დააზიანონ სახელმწიფო სტრუქტურები, მოახდინონ ძალოვანი და სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაცია, გაიტანონ საქართველოს სახელი საჯიჯგნად და სათელად. ამ გეგმაში ახალი არაფერია, რომელსაც ჰქვია „შეთქმულება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“. რა შეიძლება საერთო სასაუბრო გვქონდეს ამ ადამიანებთან, თუკი საზოგადოებაში წარმოიშვება ამ საუბრის გარკვეული მოთხოვნა, პრემიერ-მინისტრის და ნებისმიერი ჩვენგანის კარი ღიაა და შეგვიძლია განვიხილოთ, მათ შორის შუამავლის ან ფასილიტატორის ჩართულობით. მაგრამ ასეთი პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს. ქვეყანას სჭირდება დამშვიდება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ საქართველოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია ვალდებულია, რომ გახსნას დიალოგი და ჩაერთოს მასში.

მისი თქმით, ევროპის საბჭო მზად არის, ხელი შეუწყოს ასეთ დიალოგს.

ბერსეს განცხადებითვე, დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობისა და მუდმივი კონფრონტაციის პირობებში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს