ირაკლი კობახიძე - შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი „დიფ სტეიტის“ და არაფორმალური გავლენების დამარცხებას, ჩვენს მაგალითზე, ყველაზე კარგად გამოჩნდება - იმედი გვაქვს, რომ „დიფ სტეიტის“ დამარცხებით, მშვიდობა დაისადგურებს მსოფლიოში

რისკები, ბუნებრივია რჩება, შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი „დიფ სტეიტის“ და არაფორმალური გავლენების დამარცხებას, ეს გამოჩნდება უკვე 20 იანვრის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე ნათლად საქართველოს მაგალითზე გამოჩნდება, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია რამდენად შეძლებს „დიფ სტეიტის“ და არაფორმალური გავლენების დამარცხებას, რაც, თავის მხრივ, მსოფლიოში მშვიდობის დასადგურებას შეუწყობს ხელს.

„დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შეძლებს დამარცხებას, თუმცა, ვიმეორებ, ეს არ იქნება მარტივი. ჩვენს მაგალითზე, ყველაზე კარგად გამოჩნდება ის, თუ რამდენად დამარცხდება „დიფ სტეიტი“ და არაფორმალური გავლენები აშშ-ში. „გლობალური ომის პარტია“ უნდა დამარცხდეს - ეს არის მნიშვნელოვანი არა მარტო აშშ-სთვითს, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის. თქვენ ნახეთ, რა უქნეს მსოფლიოს წინა 4 წლის განმავლობაში და რა მოუტანა „დიფ სტეიტმა“ მსოფლიოს წინა ოთხი წლის განმავლობაში - მთელი მსოფლიო არის არეული: რა ხდება უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის, სირიაში. მთელი მსოფლიო არიეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დამარცხდება „დიფ სტეიტი“ და „დიფ სტეიტთან“ ერთად დამარცხდება ომი მსოფლიოში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ „დიფ სტეიტის“ დამარცხებით, მშვიდობა დაისადგურებს შემდეგი 4 წლის განმავლობაში მსოფლიოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის