კახა კალაძე - მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რომელიც სამწუხაროდ, დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, შანტაჟზე

მთელი ამ ხნის განმავლობაში, [დასავლეთიდან] ვისმენთ განცხადებებს, რომელიც სამწუხაროდ, დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, შანტაჟზე, საზოგადოების გახლეჩვის მცდელობაზე, პოლარიზაციის გაღრმავებაზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამის უკან „დგას ჩვენი მყარი, პრინციპული პოზიცია, რომ დავიცავით ქვეყანა და მისი ინტერესი“.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რომელიც სამწუხაროდ, დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, შანტაჟზე, საზოგადოების გახლეჩვის მცდელობაზე, პოლარიზაციის გაღრმავებაზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ რატომ გვინდა ევროპა, ევროპული მომავალი და დასავლეთი - ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოუდგენია, რომ ევროპა არის სამართლიანობა, სადაც იცავენ ადამიანის უფლებებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, საკუთრების უფლებას. დღეს ნახეთ, როგორი არასამართლიანი დამოკიდებულებაა საქართველოსთან მიმართებით. გავიხსენოთ კანდიდატის სტატუსი, როგორ გვაშანტაჟებდნენ, გავიხსენოთ თუნდაც ახლა, რამდენიმე დღეა, მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნის თემა. მუდმივი შანტაჟი, მუდმივი შეურაცხყოფა, მუდმივი სიცრუე წარმოუდგენელია და ამის უკან ხომ ვიცით, რაც დგას?! - დგას ჩვენი მყარი, პრინციპული პოზიცია, რომ დავიცავით ქვეყანა, მისი ინტერესი და ის, რომ არ მივეცით ვიღაცებს საშუალება, საქართველო გამოყენებული ყოფილიყო და ქვეყანაში ყოფილიყო ის ვითარება, რაც, სამწუხაროდ, დღეს უკრაინაშია. დავიცავით ეროვნული ინტერესი, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება ქვეყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა