კახა კალაძე - აშშ-ის არსებული ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს, ტრამპს მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს - გვაქვს  მოლოდინი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში სწორი და მართალი დამოკიდებულება იქნება

აშშ-ის არსებული ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებით და ზოგადად, არსებულ პროცესებთან დაკავშირებით მაქსიმალურად ცდილობს, ტრამპს მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აშშ-ის ახალი სანქციების პაკეტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსთან მიმართებით „სწორი და მართალი დამოკიდებულება იქნება“.

„არაფერი, ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ რომ არსებული ადმინისტრაცია კიდევ უფრო მძიმე ნაბიჯებს გადადგამდა. იცით, რომ სულ რამდენიმე დღეში მათ უფლებამოსილება უმთავრდებათ. ისინი არა მხოლოდ საქართველოს მიმართებით, ზოგადად, პროცესებთან დაკავშირებით მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ტრამპს მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვონ. აქაც მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც საუბრობს ახალ ადმინისტრაციაზე, რადიკალურად განსხვავებულ მიდგომებზე... ჩვენც გვაქვს მოლოდინი, რომ იქნება სწორი და მართალი დამოკიდებულება, თუნდაც საქართველოსთან მიმართებით. მაგრამ ჩვენს, ჩვენი ქვეყნის გასაკეთებელს მერწმუნეთ, ვერავინ გააკეთებს. ტრამპი არის ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და ის, რა თქმა უნდა, მისი ქვეყნის ინტერესებს გაატარებს და დაიცავს თავისი ხალხის ინტერესებს. იმავე უნდა გავაკეთოთ ჩვენც. ჩვენ აგვირჩია ხალხმა და პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები. აქ არავინ არ მოვა იმისთვის, რომ ქართველების ინტერესი გაატაროს. ყველას, დასავლეთს, ამერიკას, რუსეთს, ჩვენს სამეზობლოს აქვს თავისი პირადი ინტერესი საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ, ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, უნდა დავდგეთ მაგრად და დავიცვათ ქვეყნის ინტერესები და ქვეყნის მომავალი“,- განაცხადა კალაძემ.

გარდა ამერიკისა, კალაძე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის სანქციების პაკეტსაც და აღნიშნა, რომ „ეს იმ პროცესების გაგრძელებაა, რაზეც ბოლო დღეებია ვსაუბრობთ“.

„ეს იმ პროცესების გაგრძელებაა, რაზეც ბოლო დღეებია ვსაუბრობთ. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, მთლიანად გადაიტვირთება არსებული ვითარება და შეიცვლება სიტუაცია“,- განაცხადა კალაძემ.

რახ შეეხება კითხვას, ხომ არ მოიაზრება თავად კალაძე აშშ-ის მხრიდან მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებაში, კალაძემ აღნიშნა, რომ „არ გვაქვს ინფორმაცია“.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა