სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში მიმართვაზე - შედეგი არის უდიდესი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის მიმართ - ყველას ესმის, რომ თუ არა ახალი არჩევნები, უფრო ღრმა კრიზისში და ჩიხში შევალთ

მინდა, გადმოგცეთ ის, რაც ევროპარლამენტში ჩემი მიმართვის შედეგი იყო, ეს არის ევროპარლამენტარებისგან უდიდესი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის მიმართ - ყველას ესმის, რომ თუ არა ახალი არჩევნები და ხალხისთვის საშუალების მიცემა, რომ თავისი მომავალი და ხმა დაიბრუნოს, ეს სიტუაცია ასე გაგრძელდება და უფრო ღრმა კრიზისში შევალთ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, ყველას აქვს სურვილი, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს რთულ, მაგრამ ძალიან მშვიდობიან ბრძოლაში.

„ღამე დავბრუნდი სტრასბურგიდან, სადაც მქონდა ევროპარლამენტის მიმართ მიმართვა. მინდა, გადმოგცეთ ის, რაც ამ მიმართვის შედეგი იყო - ეს არის ევროპარლამენტარებისგან უდიდესი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ყველას კარგად ესმის, მგონი, ბევრი არაფერია ასახსნელი. მე კი მაქვს ტენდენცია, რომ სულ ავხსნა და ავხსნა, მაგრამ ყველას ესმის დღეს საქართველოში რა ხდება და რას ცდილობს არალეგიტიმური ხელისუფლება იმით, რითაც უნდა რომ გააჩეროს ხალხის ხმა, ხალხის პროტესტი და ეს სიტუაცია გადააგოროს. მაგრამ ყველას ესმის, რომ თუ არა ახალი არჩევნები და ხალხისთვის საშუალების მიცემა, რომ თავისი მომავალი და ხმა დაიბრუნოს, ეს სიტუაცია ასე გაგრძელდება და უფრო ღრმა კრიზისში, ჩიხში შევალთ. ამიტომ, ყველას აქვს სურვილი, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ამ რთულ, მაგრამ ძალიან მშვიდობიან ბრძოლაში“,- აცხადებს ზურაბიშვილი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა