ირაკლი ქადაგიშვილი - ალენ ბერსეს განცხადებამ საქართველოში სხვა რეალობის მოყვანა დაიწყო - ევროპა დიალოგისკენ და პოლარიზაციის შემცირებისკენ მოგვიწოდებს - პოლარიზაციით ნაკვებ ოპოზიციას ამის უნარი არ შესწევს

ამ პოლიტიკური ლიდერის [ალენ ბერსეს] განცხადებამ საქართველოში სულ სხვა რეალობის მოყვანა დაიწყო - ევროპა დიალოგისკენ და პოლარიზაციის შემცირებისკენ მოგვიწოდებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დიალოგთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციისთვის არც ქართველი ხალხის არჩევანი არ წარმოადგენს არაფერს და არც საერთაშორისო მეგობრობის მხრიდან დიალოგისკენ მოწოდება.

„მთელი პროცესის ლუსტრაციას ნათლად ვხედავთ, რადგან ოპოზიციის მიზანი არ არის სამართლიან არჩევნებში მონაწილეობა, მათი მიზანი იყო, რომ ქვეყანაში გადატრიალება მოეხდინათ, მათ შორის, საქართველოში „ფერადი რევოლუცია“, მომხდარიყო - „მაიდანიზაცია“. რა თქმა უნდა, მათთვის არც ქართველი ხალხის არჩევანი არ წარმოადგენს არაფერს და არც საერთაშორისო მეგობრობის მხრიდან დიალოგისკენ მოწოდება. მათი მიზანია, ქვეყანაში ხისტად დესტრუქციის, არეულობის და მაიდანის მოწყობა, რაც ჩაუვარდათ. ბუნებრივია, ახლა მათთვის ქართველ ხალხთან, მთავრობასთან თუ პოლიტიკურ სპექტრთან დიალოგი აბსოლუტურად წარმოუდგენელია“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას დეპუტატმა განაცხადა, რომ დღეს პირველად, ღიად და ხმამაღლა ითქვა ევროსტრუქტურიდან, რომ პოლარიზაცია დამღუპველია და დიალოგია საჭირო.

„ამ პოლიტიკური ლიდერის განცხადებამ საქართველოში სულ სხვა რეალობის მოყვანა დაიწყო - ევროპა დიალოგისკენ და პოლარიზაციის შემცირებისკენ მოგვიწოდებს და არა იმისკენ, რასაც წლებია ვხედავთ, როცა ხდება ცალმხრივი, დაუმსახურებელი კრიტიკა და ნაბიჯების გადადგმა, ეს იქნება სტატუსის არმონიჭება თუ მოლაპარაკებების არ გახსნა. ოპოზიციის მუდმივი წახალისება და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევა ხდება, ასევე ნარატივის გატარება იმის, რომ ხელისუფლება პრორუსია და შანტაჟის დამადასტურებელი კი ერთი ფაქტიც არ გააჩნიათ. დღეს პირველად, ღიად და ხმამაღლა ითქვა ევროსტრუქტურიდან, რომ პოლარიზაცია დამღუპველია და დიალოგია საჭირო.

რა თქმა უნდა, ამ პოლარიზაციით ნაკვებ ოპოზიციას უნარი არ შესწევს, რომ დეპოლარიზაცია უნდოდეს. ოპოზიციას აღიზიანებს - სიმართლის გაგონება, მილიონ 120 ათასი ამომრჩეველი და ასევე მათი ამომრჩეველი, რომელიც რევოლუციას მხარს არ უჭერს. ნებისმიერი საღი მოწოდება მათში რეფლექსიას იწვევს. ლეგიტიმაცია არსებობს და ამას ვერავინ უარყოფს. საუბარია გადატრიალების სცენარის ჩავარდნაზე, რომელიც მათში უმძიმეს რეაქციას იწვევს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ საქართველოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია ვალდებულია, რომ გახსნას დიალოგი და ჩაერთოს მასში.

მისი თქმით, ევროპის საბჭო მზად არის, ხელი შეუწყოს ასეთ დიალოგს.

ბერსეს განცხადებითვე, დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობისა და მუდმივი კონფრონტაციის პირობებში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი