შალვა პაპუაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში ე.წ. პროფესიული წევრების ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში ე.წ. პროფესიული წევრების ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა. მანვე შექმნა საკონკურსო კომისია, რომელიც კანდიდატებს შეარჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

ცესკოს პროფესიული წევრებიდან ერთს უფლებამოსილების ვადა მომავალ კვირას გასდის, ხოლო სამ წევრს - თებერვალში. ამიტომ კონკურსის გამოცხადება გახდა საჭირო, რაც საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, უკვე პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივას წარმოადგენს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრობის ოთხი კანდიდატის შესარჩევად კონკურსის გამოცხადებაზე ბრძანება დღეს გამოსცა.

მისივე განმარტებით, დაინტერესებულ პირებს დღეიდან აქვთ ორი კვირა - 3 იანვრამდე, რათა განაცხადები წარადგინონ.

პარლამენტი საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ ცესკოს პროფესიულ წევრებს თებერვალში აირჩევს.

„კანდიდატებს შეუძლიათ ორი კვირის განმავლობაში მოგვმართონ და საკუთარი განცხადება წარმოადგინონ. პარლამენტის ვებ-გვერდზე ატვირთულია როგორც ბრძანება, ასევე ყველა ფორმა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ განცხადებით მოგვმართონ.

კონკურსის გამოცხადებასთან ერთად შევქმენი საკონკურსო კომისია - 7 წევრის შემადგენლობით. რეგლამენტის მიხედვით, კომისია შვიდიდან ცხრა წევრამდეა, მათ შორის ერთი წარმომადგენელი არის პრეზიდენტის. პარლამენტის აპარატი პრეზიდენტის ადმინისტრაციას კანდიდატის წარმოდგენასთან დაკავშირებით დაუკავშირდა, თუმცა მათგან პასუხი არ არის. ამიტომ, კომისია შვიდი წევრით შეიქმნება. არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს მივმართავთ და თუ სურვილი ექნება, შეგვიძლია კომისიის მუშაობაში მისი წარმომადგენელიც ჩავრთოთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია