სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპულმა საბჭომ ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

ევროპულ საბჭოს გუშინ და დღეს ჰქონდა შეხვედრები და გადაწყდა სავიზო შეზღუდვების შემოტანა ქართველ დიპლომატებზე, რაც ძალიან მკაცრი და ნათელი გზავნილია - ასევე, სანქციებზე გადაწყვეტილებაა აშშ-ის მხრიდან და ქართველი ხალისთვის ამაზე დიდი მხარდაჭერა არ არსებობს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ საქართველოს ლიდერების მიმართ მათი გზავნილები მკაფიოა.

„ევროპულ საბჭოს გუშინ და დღეს ჰქონდა შეხვედრები. დღეს გადაწყდა სავიზო შეზღუდვების შემოტანა ქართველ დიპლომატებზე. ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა განცხადება, სადაც ამბობს, რომ ქართველი ხალხი აპროტესტებს მთავრობის არჩევანს, რომ გააჩეროს საქართველოს ევროპული გზა. მშვიდობიან პროტესტს ხელისუფლებამ დაუპირისპირა პოლიციური ძალადობა. „დღეს ვაწესებთ ვიზა შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის. ჩვენი გზავნილი საქართველოს ლიდერების მიმართ მკაფიოა- თქვენს ხალხს ნუღარ აშავებთ“ - ეს არის ძალიან მკაცრი და ნათელი გზავნილი ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან. ასევე ძალიან მკაფიო გზავნილებია სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან. ვიცით, ასევე გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების შესახებ, რაც ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალადობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. არ არსებობს ამაზე დიდი მხარდაჭერა ხალხის და მოსახლეობის, რომელიც თავის სათქმელს მშვიდობიანად ამბობს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის