დავით მათიკაშვილი - ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ევროპელი თანამდებობის პირი მზაობას აცხადებს, კანონთან მიმართებით, კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით იყოს მხარეთა შორის მსჯელობა და აზრთა გაცვლა

ეს არის მართლაც ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ევროპელი თანამდებობის პირი მზაობას აცხადებს, რომ კანონთან მიმართებით, კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით იყოს მხარეთა შორის მსჯელობა და აზრთა გაცვლა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადებას.

მისი თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პასაჟს, რაც გენერალურმა მდივანმა თუნდაც გამჭვირვალობის კანონთან მიმართებით განაცხადა.

მათიკაშვილის შეფასებით, ეს არის ძალიან კარგი ნიადაგი და პლატფორმა იმისთვის, რომ საზოგადოებამ უფრო მეტად მიიღოს ინფორმაცია იმ ჭრილში, სადაც ევროპული მხარეც იქნება წარმოდგენილი.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პასაჟს, რაც გენმდივანმა ბრძანა, თუნდაც „გამჭვირვალობის კანონთან“ მიმართებით. ეს არის მართლაც ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ევროპელი თანამდებობის პირი მზაობას აცხადებს, რომ კანონთან მიმართებით, კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით იყოს მხარეთა შორის მსჯელობა და აზრთა გაცვლა. ეს არის ძალიან კარგი ნიადაგი და პლატფორმა იმისთვის, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ თუ ვინმეს სადმე რაიმე სახით კითხვის ნიშანი გააჩნია კანონთან დაკავშირებით, უფრო მეტად მიიღოს ინფორმაცია იმ ჭრილში, სადაც ევროპული მხარეც იქნება წარმოდგენილი. ჩვენ სწორედ ამას ვითხოვდით. ვერ ვიღებდით და ვერც ახლა ვიღებთ ყოველგვარი გააზრების, არგუმენტის და მტკიცებულების გარეშე რაიმე სახელით რომელიმე კანონის მონათვლას, ან ამ კანონის პირდაპირ გაცხადებას, რომ ის რაიმეს აზიანებს, თუნდაც ევროპულ ღირებულებებს.

თუკი იქნება ევროპული მხარისგან მზაობა და ამ კანონზე ვიმსჯელებთ და მოვისმენთ არგუმენტებს, ბუნებრივია რელევანტურები ვიქნებით ამ არგუმენტების მიმართ და შესაბამისად გავცემთ პასუხს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შეცვლის, რისთვისაც სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე