სალომე ზურაბიშვილი -  ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ცოტა გაუგებრობაშია - ნათლად ავუხსენი, რომ მათი მანდატი არ არის, რაღაც კომისია დანიშნონ ჯერ არავისგან აღიარებულ ხელისუფლებასთან და მით უმეტეს, „რუსული კანონი“ განიხილონ

ნათლად ავუხსენი გენერალურ მდივანს [ალენ ბერსე] და მის დელეგაციას, რომ მათი არც მანდატი, არც მოვალეობა, არც უფლება არ არის, რომ რაღაც კომისია დანიშნონ ჯერ არავისგან აღიარებულ ხელისუფლებასთან, მით უმეტეს, განიხილონ „რუსული კანონი“, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ევროსაბჭოს, როგორც ყველაზე ძველი ევროპული ორგანიზაციის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, ხმა ამოიღოს „ხალხის მიმართ ძალადობის, მისი ყველა უფლებების შეზღუდვის მიმართ“.

„ახლახან შევხვდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომლებიც ცოტა გაუგებრობაში არიან. კარგად არ ესმით აქაური სიტუაცია და მე ავუხსენი ის, რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში მოსვლა, როცა შენ წარმოადგენ ყველაზე ძველ ევროპულ ორგანიზაციას და იმ ორგანიზაციას, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია ერთ რამეზე და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, დაიცვას ადამიანის უფლებები, დაიცვას ადამიანის თავისუფლება. ამ ორგანიზაციას აქვს ერთი პასუხისმგებლობა და მოვალეობა, რომ ხმა ამოიღოს, როცა მის წევრ რომელიმე ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება საქართველოში ანუ ძალადობა ხალხის მიმართ, მისი ყველა უფლებების შეზღუდვა და ამის გაპროტესტება, ამის დაგმობა არის, ალბათ, პირველი მოვალეობა ასეთი ორგანიზაციის.

სამაგიეროდ, მე ნათლად ავუხსენი გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომ მათი არც მანდატი, არც მოვალეობა, არც უფლება არ არის, რომ რაღაც კომისია დანიშნონ ჯერ არავისგან აღიარებულ ხელისუფლებასთან, მით უმეტეს, განიხილონ „რუსული კანონი“. რა „რუსული კანონი“?! ვის რაში აინტერესებს „რუსული კანონის“ შეცვა თუ არ შეცვლა. ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი, თუ როგორ იტყუება ეს ხელისუფლება. ხან უკან მიაქვს, ხან წინ და ხან ისევ უკან, ახლა რაღაცას ფორმალურად შევცლითო. ამით ჰგონიათ, რომ ვიღაცას მოხიბლავენ, შეიძლება ვიღაც მოხიბლონ, მაგრამ ვერ მოხიბლავენ ვერც ქართველ ხალხს, ვერც პარტნიორებს, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა. შეიძლება ვიღაცას ნაკლებად ესმის და აქ ჩამოსვლის მერე უფრო გაერკვევა იმ ტყუილებში, რომელიც დღეს ხელისუფლებას ახასიათებს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს