სალომე ზურაბიშვილი - ის, რაც საქართველოში ხდება, ევროკავშირის საიმედოობას ცდის - ჩემი მოწოდება ევროკავშირისთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის, იტალიისთვის არის, იყვნენ უფრო მამაცები

ის რაც საქართველოში ხდება, არ არის მხოლოდ რუსეთის ახალი სტრატეგიის ტესტი, არამედ ასევე არის ძალიან სტრატეგიული გამოწვევა ევროკავშირისთვის. ეს არის სტრატეგიული გამოწვევა, რადგან მის საიმედოობას ცდის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის სენატში მიმართვისას განაცხადა.

„ევროკავშირი ინტენსიურად მუშაობს ჩვენთან და არაერთი რეკომენდაცია მოგვცა, პირველად 12, შემდეგ 9. არცერთი მათგანი არ განხორციელდა ამ ხელისუფლების მიერ. არა მხოლოდ არ განხორციელდა, არამედ ყველა გადაწყვეტილება, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში მიიღეს, ამ რეკომენდაციის სულისკვეთების წინააღმდეგ მიდიოდა. გარდა ამისა მმართველი პარტიის დესტრუქციული რიტორიკა კიდევ უფრო დესტრუქციული გახდა მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ამის შემდეგ ვიხილეთ ძალიან დესტრუქციული რიტორიკის ზრდა, რომელიც თავიდან ბატონმა ივანიშვილმა გააჟღერა, შემდეგ კი მთელმა მმართველმა პარტიამ. ისინი თავს ესხმოდნენ ევროპელებს და ამერიკელებს, უწოდებდნენ მათ გლობალური ომის პარტიის წამხალისებლებს, რომლებსაც საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ ახალი ომის დაწყება სურდათ და მათი თქმით, ერთადერთი, რაც „გლობალური ომის“ პარტიას აინტერესებდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს გამოყენება იყო. მათი რიტორიკის თანახმად, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ოპოზიციურ პარტიას ხელისუფლების დამხობაში ეხმარებოდნენ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თუ არ მოხდება ამ რიტორიკის და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის უფრო მკაფიო დაგმობა, ევროკავშირი სანდოობას დაკარგავს.

„თუკი არ მოხდება უფრო მკაფიო დაგმობა ამ რიტორიკის, ან პოლიტიკის, გადაწყვეტილებების, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება და ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ მიდის, თუკი არ მოხდება მმართველი პარტიის მიერ რუსეთისკენ აღებული კურსის დაგმობა და არ მოხდება დემონსტრანტების, ჟურნალისტების წინააღმდეგ ბოლო დღეებში განხორციელებული ძალადობის მკაფიო დაგმობა, მაშინ ევროკავშირი დაკარგავს საიმედოობას. ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას. არ შეიძლება ნეიტრალურ პოზიციაში ყოფნა, სადაც ოფიციალურ დეკლარაციებში, განცხადებებში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი არის ძალადობის წინააღმდეგ და ცდილობს ევროკავშირისკენ დაბრუნების გზა გამონახოს. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ბოლო 2 წლის განმავლობაში სიტყვით და საქმით, რომ საქართველო ევროპული გზიდან ჩამოეშორებინა და ეს ოფიციალურად დაადასტურეს 28 ნოემბერს. უფრო ცხადი როგორ შეიძლება გახდეს, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებენ ერთი მიმართულებით მიდის.

ასე რომ, ჩემი მოწოდება ევროკავშირისთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის, იტალიისთვის არის იყვნენ უფრო მამაცები. ქართველი ხალხი აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს, ისინი აპროტესტებენ სრულიად მშვიდობიანად, მათი მოთხოვნები არის მშვიდობიანი და კონსტიტუციური და ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი და ერთადერთი კონსტიტუციური გამოსავალი არის ახალი არჩევნები და ეს არის ერთადერთი გზა ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო