ჩეხეთის სენატი - მოვუწოდებთ ჩეხეთის მთავრობას, სანქციები დაუწესოს მათ,  რომლებიც ჩართული იყვნენ საქართველოში აქციების ძალადობრივად დარბევაში, ასევე, განიხილოს სანქციების გაფართოება მოსამართლეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენებს იღებენ

ჩეხეთის სენატი ჩეხეთის მთავრობას მოუწოდებს სანქციები დაუწესოს საქართველოში პროტესტების დარბევებში ჩართულ პირებსა და პოლიტიკურად მოტივირებულ მოსამართლეებს, - ამის შესახებ შესაბამისი რეზოლუცია ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატამ, სენატმა მიიღო.

„ევროპარლამენტის დასკვნების გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო ზეწოლა, არჩევნების დღეს მანიპულაცია და დამკვირვებლების შეზღუდული წვდომა ნიშნავს, რომ არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნამდვილ სურვილს და, შესაბამისად, ვერ მიიჩნევა თავისუფლად და სამართლიანად, და, შესაბამისად, არჩევნების შედეგები არ უნდა იქნას აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ…

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ არ ეცდება ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე გახსნას და, შედეგად, საქართველო ახლა კონსტიტუციურ და პოლიტიკურ კრიზისშია;

[სენატი] აღნიშნავს, რომ საქართველო ყოველთვის იყო გრძელვადიან პერსპექტივაში პრიორიტეტული ქვეყანა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკაში;

[სენატი] მოუწოდებს ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას, სანქციები დაუწესოს პირებს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული პროტესტების ძალადობრივად დარბევაში ან ამისთვის ბრძანებების გაცემაში, და ასევე განიხილოს ამ სანქციების გაფართოება მოსამართლეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენებს იღებენ. ყურადღება დაუთმოს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიისთვის მხარდაჭერას საქართველოში ისეთ ვითარებაში, როდესაც მთავრობასთან ან პარლამენტთან თანამშრომლობის განვითარება არაა მოსალოდნელი;

[სენატი] მოუწოდებს სენატის პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრს შეატყობინოს ამ რეზოლუციის შესახებ“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის