პარლამენტთან აქცია განახლდა - აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

პარლამენტის მიმდებარედ აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ცოტა ხნის წინ აქციას მსვლელობით იურისტთა მარში შეუერთდა, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო სტარტი და მსვლელობით რუსთაველის გამზირამდე მივიდა. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას საპროტესტო მსვლელობით მოგზაურობის მოყვარულთა მარშიც შეუერთდა. მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერებით მსვლელობა ევროპის მოედნიდან დაიწყეს.

პარალელურად, აქციას შეუერთდნენ ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები და ასევე საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ასევე მსვლელობით მოვიდნენ პარლამენტთან. პარლამენტთან მიმდინარე აქციას ასევე შეუერთდნენ „ვეგანების მარშის“ მონაწილეები, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან გამართეს მსვლელობა.„ნუ შეგვჭამეთ“!, „ვეგან მოგვატყუებთ!“, „მშვიდობიანი მარშები გაგიყვანთ მარილზე!“.

მოქალაქეები უკვე 23-ე დღეა, რაც საპროტესტო აქციებს მართავენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნა.

ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის