ირაკლი კობახიძე ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადებაზე - სიმბოლური ნაბიჯია, თუმცა ეს არის ანტი-ქართული და ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმა, რაც უკიდურესად მიუღებელია

ეს არის ანტი-ქართული ნაბიჯი, ეს არის ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმა, რაც ძალიან დასანანია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ევროპულ საბჭოს ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადებით მიმართავს.

პრემიერის თქმით, ამ ნაბიჯს არანაირი ეფექტი ექნება და იქ იქნება სიმბოლური ნაბიჯი.

„ეს არის ანტი-ქართული ნაბიჯი, ეს არის ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმა, რაც ძალიან დასანანია. მას არანაირი ეფექტი არ ექნება. არის სიმბოლური ნაბიჯი, თუმცა ეს არის ანტი-ქართული და ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმა, რაც უკიდურესად მიუღებელია. როგორც მოგეხსენებათ ეს გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ იანვარში უნდა განიხილოს, დაველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას“,- განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!