ეუთო/ოდირი - მაღალი დონის და ადგილობრივი ოფიციალური პირების კამპანიამ,  სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ფინანსურმა წახალისებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ხელისუფლების ჭეშმარიტი ვალდებულება, აღეკვეთა სახელმწიფო რესურსებით ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენა

კონკურენტებს, ზოგადად, შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია. თუმცა, ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით საჯარო სექტორის თანამშრომლებსა და ეკონომიკურად დაუცველებზე დაშინების, იძულების, წაქეზებისა და ზეწოლის შესახებ ცნობები გაგრძელდა და წარმოქმნა შეშფოთება ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, თავისუფლად ჩამოეყალიბებინა საკუთარი აზრი და ხმა მიეცა სამაგიეროს მიზღვევის შიშის გარეშე, რაც ეუთოს ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან წინააღმდეგობაში მოდის, - ამის შესახებ ნათქვამია ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო კამპანიის რიტორიკა და სურათი განხეთქილების შემომტანი იყო და როგორც მმართველმა, ისე ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს ძალადობის ცალკეული ინციდენტების, ღონისძიებების შეფერხებისა და კამპანიის მასალების დაზიანების შესახებ.

„მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საჯარო განცხადებები გააკეთეს ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმის შესახებ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვით, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპს. მაღალი დონის და ადგილობრივი ოფიციალური პირების კამპანიამ, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ფინანსურმა წახალისებამ, ისევე როგორც სამთავრობო ამნისტიის პროგრამა, მიუხედავად იმისა, რომ არ ეწინააღმდეგება კანონს, შექმნა თანამდებობაზე ყოფნასთან დაკავშირებული გადაჭარბებულ უპირატესობა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ხელისუფლების ჭეშმარიტი ვალდებულება, აღეკვეთა სახელმწიფო რესურსებით ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!