სალომე ზურაბიშვილი - დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ

დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„როცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ღირსების ორდენით“ დააჯილდოებს რეპრესიული აპარატის ოფიციალურ პირებს, რომელთა წინააღმდეგაც ახლახან სანქციები დააწესეს, რა რეაქცია უნდა გქონდეს?“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.

მისივე თქმით, „სწორედ მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ და პროპაგანდისტული არხი „იმედი“ აცხადებენ, რომ ეუთო საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებს. უცხოური განცხადებების შესახებ ტყუილი წესად იქცა“.

„ძველი საბჭოთა ჩვევა! დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა