შალვა პაპუაშვილი - ევროსაბჭოს ხელმძღვანელი, ლამის რუსეთის აგენტად გამოაცხადეს - ეს არის ბოლშევიზმი 100 წლის თავზე

ევროსაბჭოს ხელმძღვანელი, იმის გამო, რომ მის რომელიღაც წინადადებაში რაღაც არ მოეწონათ, ლამის პირდაპირ გამოაცხადეს რუსეთის აგენტად - მივმართავ მათ, ვინც ხელს ართმევს გვარამიას, „დროას“, „ნაციონალური მოძრაობას“, „ლელოს“ - აქ რომ ჩამოდიან და ჩახუტებაში არიან ამ რადიკალებთან, მათი წაქეზებულია ის სამარცხვინო ისტერია, რასაც ეს პოლიტიკური ჯგუფები და მათი მოკავშირე „ენჯეოები“ უწყობენ ყველას, ვინც მათ ნარატივში არ ჯდება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან რუსეთის აგენტად სტიგმატიზება ხდება ნებისმიერი ადამიანის, ვინც მათ ნარატივში არ ჯდება.

„გუშინდელი ფაქტი და ამ დღეებში გენმდივნის [ევროსაბჭოს] სტუმრობა აჩვენებს, როგორ ქმნიან ცარიელ ადგილზე ყალბ ნარატივებს. ამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იმის გამო, რომ მის რომელიღაც წინადადებაში რაღაც არ მოეწონათ, ლამის პირდაპირ გამოაცხადეს რუსეთის აგენტად. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართია ევროსაბჭოს, რათა ამ ადამიანის საკითხი განიხილოს. ასეთ აბსურდზე გვაქვს საუბარი - ნებისმიერი ადამიანის სტიგმატიზება ხდება, როგორც რუსეთის აგენტისა, ვინც მათ ნარატივში არ ჯდება და მორჩა, შემდეგ მის მიმართ ყველაფერი შეიძლება. ასეთი ბოლშევიზმი, ლიბერალური ფაშიზმია, რაც დღეს გარედან წაქეზებით საქართველოშია. საქმე გვაქვს რადიკალურ ჯგუფებთან, რომლებიც, სამწუხაროდ, გარედან არიან მხარდაჭერილი. მივმართავ მათ, რომელ პოლიტიკურ ჯგუფებშიც წევრიანდებიან, ელჩებს, უცხოელ პარლამენტარებს, ვინც ხელს ართმევს გვარამიას, „დროას“, „ნაციონალური მოძრაობას“, „ლელოს“ თუ სხვა პარტიებს - აქ რომ ჩამოდიან და ჩახუტებაში რომ არიან ამ რადიკალებთან, მათი წაქეზებულია ის სამარცხვინო ისტერია, რასაც ეს პოლიტიკური ჯგუფები და მათი მოკავშირე „ენჯეოები“ უწყობენ ყველას, ვინც მათ ნარატივში არ ჯდება. ეს არის ბოლშევიზმი 100 წლის თავზე. მაშინაც, ბოლშევიზმი უცხოეთიდან შემოვიდა და ახლაც, თანამედროვე ბოლშევიზმი უცხოეთიდან წაქეზებითაა ამ ჯგუფში დაბუდებული“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში