შალვა პაპუაშვილის განცხადებით, განათლების სამინისტრო „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის“ რეგისტრაციის გაუქმებას გაასაჩივრებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, განათლების სამინისტრო უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR) „საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის“ რეგისტრაციის გაუქმებას გაასაჩივრებს.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, გადაწყვეტილება 2023 წლის საქართველოს საკანონმდებლო მდგომარეობას ეყრდნობა, რის შემდეგაც პარლამენტმა ხარვეზები გამოასწორა.

„ეს [ხარვეზები] საკანონმდებლო საკითხია, რომელიც ამ ორგანიზაციის წარმოდგენით არ შეესაბამება გარკვეულ სტანდარტს, არაფერი განსაკუთრებული არაა. საკითხი ეხება იმას, ამა თუ იმ დანიშვნებთან დაკავშირებით როგორი უნდა იყოს საკანონმდებლო რეგულაციები. ეს საკანონმდებლო ხარვეზი ჩასწორდა. ის, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა, ამიტომ განვჭვრიტეთ წინასწარ და ჩასწორდა კანონში. განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას, რაც შეეხება საქართველოს კანონმდებლობას 2023 წლის მდგომარეობით. რასაც ENQA [უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია] საუბრობს, დღეს აქტუალური აღარაა, რადგან დღევანდელი კანონმდებლობა სხვანაირად გამოიყურება. გასაჩივრების მოკლე ვადებია და იმედია, ამის შედეგად ეს ყველაფერი პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. თუმცა ამას სტუდენტებზე, დიპლომებზე, არავითარი პრაქტიკული გავლენა არ აქვს. ENQA-ს წევრი საერთოდ არ ვიყავით, ევროპაში კი ჩვენი დიპლომები დიდი ხანია აღიარებულია. სულ რამდენიმე წელია, რაც ENQA-ს წევრი ვართ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაცია ოფიციალურად შეუჩერდა. რეგისტრაციის შეჩერება EQAR-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა ასახული. ცნობისთვის, EQAR-ის ვებგვერდის თანახმად, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აქტივობები ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პრინციპების (ESG) ფარგლებში მოიცავდა: საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, ერთობლივი პროგრამების აკრედიტაციას, უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების ავტორიზაციას (ან ხელახლა ავტორიზაციას) და ევროპულ მიდგომას ერთობლივი პროგრამების ხარისხის უზრუნველსაყოფად.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა