გიორგი სიორიძე - შავი დღე ცესკოსთვის, შავი დღე „ქართული ოცნებისთვის“ - ეს ყველაზე მძიმე დასკვნაა, რაც კი ეუთო/ოდირს ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით დაუდია

შავი დღე ცესკოსთვის, შავი დღე „ქართული ოცნებისთვის“ - ყველაზე მძიმე დასკვნა, რაც კი ეუთო/ოდირს ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით დაუდია,-ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს“ წევრი, გიორგი სიორიძე ეუთო/ოდირის დასკვნას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

სიორიძის თქმით, ოდირის რეკომენდაციებში ასახულია ყველა ის პრობლემა, რაზეც საუბარი ხანგრძლივად მიმდინარეობდა.

„ეუთოს რეკომენდაციებით, მომავალი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს არც ამ კანონმდებლობით და არც ამ მიკერძოებული ცესკოს მიერ.

ეუთო/ოდირის დასკვნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს უმძიმესად აფასებს. ეს ორგანიზაცია არჩევნების პოლიტიკური ლეგიტიმაციის შეფასებას არ ახდენს. თუმცა არასოდეს ყოფილა ის თავის შეფასებებში ასეთი ნეგატიური, არასოდეს ასეთი მკაცრი - რეკომენდაციებში. შესაბამისად, დასკვნა ჩვენ უნდა გამოვიტანოთ-არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და ეუთოს უწინდელ რეკომენდაციებს.

ოდირის შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაცია არის მიკერძოებული, რომელშიც დომინირებს მმართველი პარტია და ეს ეხება როგორც ცესკოს, ასევე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს. გადაწყვეტილების მიღების პროცესში პარტიების მიერ დანიშნული წევრები მთლიანად იყვნენ გამოთიშულნი.

საარჩევნო ტექნოლოგიები მთლიანად იყო ხელისუფლების მიერ მართული პირების ხელში და მასთან დაკავშირებულ პროცესებში არ მონაწილეობდნენ ჩართული მხარეები (როგორც პარტიები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციები).

ოდირის რეკომენდაციებში ასახულია, პრაქტიკულად, ყველა ის პრობლემა, რაზეც ამდენ ხანს ვსაუბრობდით, მათ შორის: უმეტესობა უბნებში შეუძლებელი იყო სრულფასოვანი დაკვირვება, ბიულეტენებზე სპეციალური მარკერის გამონაჟონით გამოწვეული შედეგები, რამაც დაარღვია ფარულობის პრინციპი და სხვა.

ფაქტია, რომ ახალი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს არც ამ კანონმდებლობით და არც ამ წესითა და შემადგენლობით დაკომპლექტებული ცესკოს მიერ“, - განაცხადა სიორიძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ