გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე ავტომობილის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე ავტომობილის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი გერმანულ გამოცემა Bild-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანელი ოფიციალური პირების ცნობით, დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია.

მაგდებურგში, სადაც პარასკევს საღამოს ავტომობილი საშობაო ბაზრობაზე შევარდა, დღეს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ჩავა.

ცნობისთვის, გერმანიის ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად, 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

გერმანული გამოცემა Spiegel-ი წერს, რომ პოლიციამ ავტომობილის მძღოლი, 50 წლის ტალებ ა. დააკავა, ექიმი, მეზობელი ქალაქ ბერნბურგიდან. იგი საუდის არაბეთში დაიბადა და გერმანიაში პირველად 2006 წელს ჩავიდა. გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილი ისლამისტი არ არის და სოციალურ ქსელში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერას გამოხატავდა.

ამასთან, Reuters-ს საუდელმა წყარომ განუცხადა, რომ საუდის არაბეთმა გერმანიის ხელისუფლება თავდამსხმელის ექსტრემისტული შეხედულებების შესახებ გააფრთხილა, რომელსაც იგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერდა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა