ნინო წილოსანი ეუთო/ოდირის დასკვნის ამონარიდებს აქვეყნებს, რომელიც აშშ-ს და საქართველოს არჩევნებს ეხება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში აშშ-ის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნის და საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნის ძირითად აქცენტებს აქვეყნებს.

როგორც წილოსანი აღნიშნავს, ეუთო/ოდირის დასკვნა შეიცავს კრიტიკულ და სარეკომენდაციო ასპექტებს, რაზეც, მისივე თქმით, მმართველ პარტიას აუცილებლად ექნება შესაბამისი რეაგირება.

„ეუთო/ოდირის დასკვნა აშშ 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ:

1. მიუხედავად იმისა რომ ხმის მიცემის უფლება გარანტირებულია კონსტიტუციით, სხვადასხვა შეზღუდვები მაინც არსებობს. ასეთი შეზღუდვები მაინც ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებებს და საყოველთაო და თანაბარი საარჩევნო უფლების საერთაშორისო სტანდარტებს

2. ამ არჩევნების წინ საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ მუქარის და ძალადობის გაზრდილმა რაოდენობამ გამოიწვია მნიშვნელოვანი შეშფოთება და შექმნა პრობლემები კომისიის წევრების დასახელებაში

3. კამპანია ხშირად გამოირჩეოდა აგრესიულ-კონფრონტაციული და წამქეზებელი რიტორიკით როგორიც იყო: პირადი თავდასხმები, კამპანიის დროს იყო ძალადობის, მუქარის, აგრესიული ქცევის ფაქტები, მედიის წარმომადგენლების და ამომრჩევლების მიმართ

4. შემაშფოთებელია ჟურნალისტების დაშინებისა და შევიწროების მზარდი შემთხვევები, მათ შორის ძალადობა და მათზე პოლიციის მხრიდან თავდასხმა

5. ოდირის წინა რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი არ იქნა გათვალისწინებული.

საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნის ძირითადი აქცენტები:

1. 26 ოქტომბერს ამომრჩეველს ჰქონდა ფართო არჩევანი. ხოლო პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ თავისუფალი კამპანიის წარმოება. კამპანია ჩატარდა მშვიდ გარემოში, ხოლო ძალადობის იზოლირებული შემთხვევები მიიღეს როგორც მმართველი პარტიიდან ისე ოპოზიციის მხრიდან.

2. ეუთო/ოდირი მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.

3. ანგარიში ასევე აღნიშნულია, რომ საარჩევნო უბნების 90 %-ში საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი შეფასდა დადებითად.

ეუთო/ოდირის დასკვნა შეიცავს კრიტიკულ და სარეკომენდაციო ასპექტებს, რაზეც აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაგირება", - წერს ნინო წილოსანი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში