ლონდა თოლორაია - ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად - შეუძლებელია, ამ პირობებში ჩვენს ქვეყანაში ლეგიტიმური არჩევნები ჩატარებულიყო

ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად - შეუძლებელია, ამ პირობებში ჩვენს ქვეყანაში ლეგიტიმური არჩევნები ჩატარებულიყო, - ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ის დასკვნას გამოეხმაურა.

თოლორაიას თქმით, აღნიშნული დასკვნა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიგნებებს ემთხვევა.

„რეალურად, ეუთო/ოდირმა თქვა ის, რაზეც ადგილობრივი ორგანიზაციები საუბრობდნენ და ეს კარგია, რეალურად ემთხვევა ჩვენს მიგნებებს. რეალურად, ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად. ვფიქრობ, ძალიან მარტივია დასკვნების გაკეთება, ეს არჩევნები იყო თუ არა ლეგიტიმური. კანონმდებლობა რომელიც არ ვარგოდა და ინსტიტუტები, რომლებიც თავიანთ როლს არ ასრულებდნენ - შეუძლებელია, ამ პირობებში ჩვენს ქვეყანაში ლეგიტიმური არჩევნები ჩატარებულიყო“,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს