თინა ხიდაშელი - ეუთო-ს დასკვნა არის კატასტროფული, უკიდურესად ნეგატიური, ძალიან კრიტიკული - არც ერთი პარამეტრი, რომლითაც არჩევნები ფასდება, შეფასებული არ არის, როგორც წარმატებული, დადებითი ან სამართლიანი

ეუთო-მ გამოაქვეყნა დასკვნა, რომელიც არის კატასტროფული, უკიდურესად ნეგატიური, ძალიან კრიტიკული. არც ერთი სიტყვით ამ დასკვნაში, არც ერთი პარამეტრი, რომლითაც არჩევნები ფასდება, არ არის შეფასებული, როგორც ან წარმატებული, ან დადებითი, ან სამართლიანი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.

ის ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრის თემა ეუთო/ოდირის დასკვნა იყო.

როგორც ხიდაშელი აცხადებს, ახლა ნაბიჯები უფრო სწრაფად არის გადასადგმელი.

„აქამდე ყველა ეუთო-ს დასკვნას ელოდებოდა, ყველა ამბობდა ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, ევროკავშირი, ამერიკა, რომ საბოლოო დასკვნა იქნება, ეუთო გამოაქვეყნებს, იქ ვნახავთ, იქ წავიკითხავთო. ეუთო-მ გამოაქვეყნა ეს დასკვნა, რომელიც არის კატასტროფული, უკიდურესად ნეგატიური, ძალიან კრიტიკული, არც ერთი სიტყვით ამ დასკვნაში, არც ერთი პარამეტრი, რომლითაც არჩევნები ფასდება, არ არის შეფასებული, როგორც ან წარმატებული, ან დადებითი, ან სამართლიანი. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ, თეორიულადაც არ არსებობს იმის საფუძველი, ვინმემ ამტკიცოს, რომ ამ არჩევნებზე შეიძლება რამე პოზიტიური ითქვას, ლეგიტიმაციის საკითხი დადგეს. ეუთო-ს დასკვნის გამოქვეყნებას რამდენიმე ევროპული სახელმწიფოსგან გამოხმაურებები მოჰყვა. დღევანდელი შეხვედრის ამოცანაც ეს იყო, რომ ახლა უკვე გაცილებით სწრაფად არის მოძრაობა საჭირო, რომ ეს არალეგიტიმურობის პროცესი დასრულდეს და ქვეყანაში არჩევნები დაინიშნოს, იმისათვის რომ სიმშვიდე მოვიპოვოთ, საბოლო ჯამში დავბრუნდეთ განვითარების, ევროპული ინტეგრაციის და პროგრესის იმ გზაზე, რომელიც წესით, ამ ერთი წლის განმავლობაში უნდა გვქონოდა“, - განაცხადა ხიდაშელმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა