ანა ნაცვლიშვილი - კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალება ახალი, სამართლიანი არჩევნებია - ამ მოთხოვნის ირგვლივ კოორდინაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, კიდევ უფრო ინტენსიურ ეტაპზე გადადის

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ახალი არჩევნების მოთხოვნის ირგვლივ კოორდინაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, კიდევ უფრო ინტენსიურ ეტაპზე გადადის.

ამის შესახებ ნაცვლიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში შექმნილი კრიზისის განსამუხტად ახალი არჩევნების გარდა, სხვა საშუალება არ არსებობს.

“გამოსავალი იმ უმწვავესი პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც შექმნა “ოცნებამ”, რჩება იგივე - ეს არის ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რომელიც კიდევ უფრო გაამყარა საერთაშორისო დასკვნამ, რომელიც ეუთოს მისიამ დადო. ეს არის თემა, რომლის ირგვლივაც ვაგრძელებთ კოორდინაციას და ეს კოორდინაცია უკვე ინტენსიურ ეტაპზე გადადის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. სხვა გამოსავალი და განმუხტვის სხვა საშუალება, რომ ქვეყანა კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოში დაბრუნდეს… [არ არის]. ყველა ნორმალური მოქალაქის ინტერესშია, აღდგეს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი, რომელიც გააჩერა მოძალადე რეჟიმმა. კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალებაა ახალი, სამართლიანი არჩევნები, რომელიც მისცემს მოქალაქეებს შესაძლებლობას, ზეწოლის გაყალბების, არჩევნების მიტაცების გარეშე გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის ბედი. ეს არის საკითხი, რომლის ირგვლივ კიდევ უფრო ინტენსიურად გავაგრძელებთ მუშაობას”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს